27იანვარს, 13:00–სა და 14:30–ზე , გელით ბიბლუსი KIDS–ში შაბათ-კვირას ყველა ბავშვი ითხოვს გასართობად წასვლას. მშობლებს რომ ჰკითხოთ, გასართობი ადგილები ბოლო დროს ერთმანეთს ძალიან დაემსგავსა - ერთნაირია პროგრამა და აქტივობები, რაც ცოტა არ იყოს მობეზრდათ პატარებს. მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასებიც, რომელიც ხშირად არც ისე ხელმისაწვდომია ოჯახისთვის.
ანუ ნებისმიერი მშობელი დაინტერესდებოდა ისეთი გასართობით, რომლითაც ბავშვი სასიამოვნო დროს გაატარებს, უსაფრთხოდ იქნება, საჩუქარსაც მიიღებს და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხელმისწავდომი ფასი დაჯდება.
სწორედ ეს მოთხოვნები გაითვალისწინეთ გასართობ ცენტრ ბიბლუსი KIDS-ში და კრაფტის გაკვეთილები დაიწყეს. საუბარია მასტერკლასებზე, რომელსაც ბიბლუსი KIDS-ი პატარებისთვის აწყობს. ბავშვებს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის დამზადებას კრაფტის სპეციალისტები ასწავლიან. ხელმარჯვეობა ყველა ბავშვის საყვარელი საქმიანობაა, უბრალოდ, მშობლებს ხშირად დრო არ ჰყოფნით, რომ მათთან ერთად ჭრან, კერონ, ააწყონ, დააწებონ და მოხატონ. ამიტომაც დაიწყო ბიბლუსი KIDS-ში კრაფტის უფასო მასტერკლასები, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.
მორიგი გაკვეთილი 27იანვარს, 13:00–სა და 14:30–ზე , ბიბლუსი KIDS–ში გაიმართება.
ბავშვებს ულამაზესი ვალენტინების, თმისსამაგრების და ზოოპარკის ცხოველების დამზადებას ასწავლიან. ეს გამოცდილება შემდეგ სხვა დროსაც გამოადგებათ, როცა რაიმე ნივთის შექმნას გადაწყვეტენ.
მასტერკლასში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეიძინონ მხოლოდ ფოტოზე არსებული სათამაშოების დასამზადებლად საჭირო მასალები, რომლებიც იქვე, ადგილზე იყიდება და დაახლოებით 7 ლარს შეადგენს
ეს მასტერკლასი გამიზნულია 5-9 წლის ბავშვებისთვის, როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის.
ვინაიდან მსურველი ბევრია, დასწრებისთვის წინასწარ რეგისტრაციაა საჭირო, რომელსაც ამ ბმულზე მოთავსებული ფორმის შევსებით შეძლებთ.მის.: "ბიბლუსიგალერეა"
თბილისი, ჭავჭავაძის #7
ბიბლუსი KIDS-ის მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ მოცემული აპლიკაცია.