"გადავწყვიტე ისეთი საქმიანობის წამომეწყო, რომ გარეთ ხშირად გასვლა არ დამჭირვებოდა და ჩემს შვილს ერთი წუთითაც არ დავტოვებდი" 24 წლის თეონა ნატროშვილი ორი შვილის დედაა. ჰყავს ბიჭი და გოგონა. ბიჭუნა ცერემბრალური დამბლით არის ავად. თეონა დროის უმეტეს ნაწილს მასთან ერთად ატარებს. სურდა, შემოსავლის წყაროც ჰქონოდა, თუმცა შვილის მოვლას ვერანაირ სამსახურს ვერ უთავსებდა. ამიტომ გადაწყვიტა, ფუტკარი გაეჩინა და მეფუტკრეობისთვის მიეყო ხელი.
- ჩემს ბიჭს ფეხზე სიარული არ შეუძლია, გონებრივი პრობლემები არ აქვს, ასაკის შესაბამისად არის განვითარებული. უკვე შვიდი წელია ამ ავადმყოფობას ერთად ვებრძვით, სჭირდება ოპერაცია, რომელიც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და სახელმწიფო ამ თანხის ნახევარსაც არ ფარავს, რის გამოც ჯერჯერობით ვერ ვუკეთებ ოპერაციას. მეორე გოგონა მყავს - სამი წლის. ღმერთის წყალობით ჯანმრთელია და თავის ძამიკოს ისე უვლის, დიდი ადამიანი გეგონებათ. თელავის რაიონში სოფელ ჩალაურში ვცხოვრობთ. დიდი ეზო მაქვს, რომელსაც გარს კარგი ბუნება აკრავს.
მისი ავადმყოფობის გამო სულ სახლში მიწევს ყოფნა, მას მარტო ვერ დავტოვებ, მოვლა სჭირდება. მომვლელის აყვანა კი ხარჯებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ისეთი საქმიანობის წამომეწყო, რომ გარეთ ხშირად გასვლა არ დამჭირვებოდა და ჩემს შვილს ერთი წუთითაც არ დავტოვებდი. „ვორლდ ვისიონის“ წყალობით გავიარე უფასო ტრენინგები, დავწერე ბიზნეს გეგმა, ჩავაბარე გამოცდები და გადმომეცა ფუტკრის ხუთი ოჯახი. ძალიან გამიხარდა, რადგან ეს ჩემი შვილებისთვის დამატებითი მცირე, მაგრამ მაინც შემოსავლის წყარო იქნებოდა. ფუტკარი 2017 წლის შემოდგომაზე გადმომეცა, ზუსტად იმ დროს ერთი სკა გავამრავლე და გავხადე ექვსი. ამ გაზაფხულზეც გავამრავლებ და ვფიქრობ, რომ მალე სერიოზული საქმიანობა მექნება.
- რა თქმა უნდა, ყოველთვის ვკითხულობ რჩევას გამოცდილი მეფუტკრეებისგან. არ მინდა, რამე შეცდომა დავუშვა და ამით ჩემი პატარა მწერები დავაზარალო. სამწუხაროდ, ჯერ ბევრის გამრავლება ვერ მოვახერხე, რადგან დედის შოვნა გამიჭირდა ახალი ოჯახისათვის, უდედოთ კი თქვენც იცით, რომ ოჯახი ვერ იცოცხლებს. განაგრძეთ კითხვა