"42 წელი მქონდა ბედნიერი ოჯახი. მერე ყველაფერი ცუდად დამთავრდა... დიდი იყო ტკივილი..." გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან მარინა ბერიძესთან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა.
– სასიყვარულო გამოცდილებაზეც ვისაუბროთ, თუ შეიძლება... არ მგონია, თქვენი ასეთი მხიარული ხასიათი შეუმჩნეველი დარჩენილიყო ვინმესთვის...
– ამ თემას იშვიათად ვეხები, იმიტომ რომ მტკივნეულად დამთავრდა ჩემი სასიყვარულო ამბავი... ადრე გავთხოვდი, 42 წელი მქონდა ბედნიერი ოჯახი. მერე ყველაფერი ცუდად დამთავრდა. ვიყავი ძალიან ერთგული ცოლი. სულ ვიყავი ყურადღების ცენტრში, არასდროს ვყოფილვარ ჩრდილში. ვცეკვავდი კიდეც, ვმღეროდი, ვკეკლუცობდი, ვიპრანჭებოდი. ყველა ჩემი მეგობარი ძალიან ლამაზია და მათი სილამაზეც კი ვერ მჩრდილავდა ხოლმე ჩემი ხასიათის დამსახურებით.
– ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის 7 წელია ყველაზე კრიზისული ეტაპი...
– მეც მეგონა, რომ ყველა კრიზისი უკან მოვიტოვეთ და ყველა ეტაპს გავუძელით, მაგრამ... ყველაფერი ხდება თურმე ცხოვრებაში. მთავარია, თავად იყო ჩამოყალიბებული პიროვნება, უნდა გქონდეს შენი სპეციალობა, შენი საქმე. არ შეუშინდე სირთულეებს. არავინ იცის, წინ რა გელის. ამიტომ ყოველთვის უნდა იდგეს თვითონ ფეხზე, არავისზე დამოკიდებული არ უნდა იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გადატანა.
"ძიძის აყვანა იმისთვის, რომ დედა კაფეში დაჯდეს, ჩემთვის მიუღებელია" - მარინა ბერიძე
– თქვენს შემთხვევაში რა იყო ოჯახის დანგრევის მიზეზი. საკუთარ ბრალეულობას თუ ხედავთ ამ ყველაფერში?
– რასაკვირველია, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ფიქრობს, რომ ოჯახის დანგრევა ერთი მხარის ბრალია. ორივე მხარეა დამნაშავე, მაგრამ ცოტა სასაცილოა, როცა 63 წლის მამაკაცი ფუნდამენტურ ოჯახს 38 წლის გოგოს გამო ანგრევს.
– იყო პერიოდი, როცა ფიქრობდით, რომ ეს გატაცება იყო, გაივლიდა და ყველაფერი დალაგდებოდა?
– კი, იყო. ქუჩაში მოხუც წყვილს რომ ვხედავდი, საყვარლად რომ მიდიოდნენ, მეგონა, ასე დავამთავრებდით ჩვენც. მატერიალურად კარგად ვიყავით, წარმოდგენილი მქონდა, როგორ ვიმოგზაურებდით უცხოეთში, შვილი უკვე ფეხზე დაყენებული გვყავდა... მაგრამ... სულ ვამბობ, მთავარია, ცუდი ქალი არ შეგხვდეს. მე შემხვდა (იცინის).
– დღეს ურთიერთობა საერთოდ არ გაქვთ?
– არანაირი. მე მას არ ვიცნობ. მე მაქვს ეს თვისება, თუ ძალიან მატკინე გული, აღარ გიცნობ. ძალიან ძნელია ამდენწლიანი თანაცხოვრების დავიწყება, მაგრამ იმდენად დიდი იყო ტკივილი... განაგრძეთ კითხვა