"მერწმუნეთ, რეაგირებაც სწრაფი იქნება მითითებებზე, პოზიტიური განწყობაც შეექმნებათ და არ გამოუმუშავდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი" პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს უნიკალურ რეცეპტს სთავაზობს, თუ როგორ მოახერხონ, რომ ბავშვმა გაიგონოს ნათქვამი, მითითებებზე რეაგირებაც ჰქონდეს და პოზიტიური განწყობაც შეინარჩუნოს:
"მე აღმოვაჩინე სიყრუის საწინააღმდეგო საოცარი საშუალება. მას ჰქვია - "შექება".
მშობლებო, ბებია-ბაბუებო, მასწავლებლებო, ძიძებო, ხშირად შეაქეთ ბავშვები, მერწმუნეთ, რეაგირებაც სწრაფი იქნება მითითებებზე და პოზიტიური განწყობაც შეექმნებათ, რაც მთავარია, არ გამოუმუშავდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი, აუმაღლდებათ თვითშეფასების ინდექსი... თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო. ისე, შექება არც უფროსებს წყენთ".
როგორი შექება "წყენთ" ბავშვებს - ფსიქოლოგი სწორად შექებას გვასწავლის