"რამდენიმე წუთში მოზარდები ჩნდებიან და მაღაზიას ძარცვავენ" - როგორ იყენებს დამნაშავეთა სამყარო მოზარდებს
"რამდენიმე წუთში მოზარდები ჩნდებიან და მაღაზიას ძარცვავენ" - როგორ იყენებს დამნაშავეთა სამყარო მოზარდებს
მოძალადეთა და საზოგადოდ, დამნაშავეთა ასაკი გაახალგაზრდავდა. ამას ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული სტატისტიკაც მოწმობს. ან გვჭირდება კი სტატისტიკა იმის დასანახად, რომ მოზარდები ერთმანეთს ხოცავენ, ასახიჩრებენ, ქურდობენ, ძარცვავენ.

ამ თემაზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამოანრიდებს გთავაზობთ:

გასული წლის მიწურულს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი წლის განმავლობაში დაფიქსირდა მოზარდების მიერ ჩადენილი 1149 დანაშაული, საიდანაც 772-ის განრიდება მოხდა, განრიდებულების 9%-მა კი განმეორებით დაარღვია კანონი.

გიორგი გახელაძე, ექსპერტი:
- ბავშვები დამნაშავეებად
არ იბადებიან, მათ ან ცუდ მაგალითს ვაძლევთ და ამით ვუბიძგებთ დანაშაულისკენ, ან კანონში "შავ ხვრელებს", რომელიც რეალურად მოზარდების უფლებების დასაცავად არსებობს, მათსავე საწინააღმდეგოდ ვიყენებთ.

ბოლო დროს სკოლებში დაჭრისა თუ მკვლელობის გარდა, განსაკუთრებით იმატა­ ძარცვისა და ქურდობის შემთხვევებმა. მეტიც, კერძო საკუთრების მფლობელები თუ ბიზნესმენები ჩივიან, რომ ერთი და იგივე ჯგუფი მათ რამდენჯერმე ძარცვავს, თუმცა იდენტიფიცირების შემთხვევაშიც კი სამართალდამცავები მათ ვერ აკავებენ - საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ძარცვასა თუ სხვა მსგავს კრიმინალურ ფაქტებზე პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ 14 წლიდან ვრცელდება, 14 წლამდე მოზარდებისთვის კი არსებობს განრიდების პროგრამა, ან შესაძლოა, მოზარდი სრულად გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. იმის გამო, რომ სახელმწიფო არ მიმართავს პრევენციულ ღონისძიებებს, არ მუშაობს მოზარდებთან, არ
ზრუნავს მათ შესაბამის განათლებასა თუ სხვა მიმართულებით აქტივობაზე, კანონში არსებულ ამ "შავ ხვრელს", დიდი ალბათობით, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფები იყენებენ. არაერთი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა სოციალურ ქსელში, როდესაც კონკრეტული მაღაზიის ვიტრინას ჯერ ვიღაც ზრდასრული პირი ათვალიერებს, რამდენიმე წუთში კი მოზარდები ჩნდებიან და ძარცვავენ.
განაგრძეთ კითხვა
427
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```