Facebook-მა ბავშვებისთვის სპეციალური აპლიკაცია შექმნა
BBC-ის ნფორმაციით, 100-ზე მეტი პედიატრი Facebook-ს ღია წერილით მიმართავს და სთხოვს დაბლოკოს ბავშვებისთვის შექმნილი მესენჯერი.
მარკ ცუკერბერგის სახელზე დაწერილ წერილში პედიატრები აღიშნავენ, რომ Messenger Kids-ის შექმნა უპასუხისმგებლო საქციელია.
ბავშვთა ჯანმრთელობის სპეციალისტები კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ციფრული მოწყობილობების და სოციალური მედიის ზედმეტად გამოყენება ბავშვებისა და მოზარდებისთვის საზიანოა, Messenger Kids-ი კი ნეგატიურად შეუწყობს ხელს ამ პროცესს და შეაფეხრებს ბავშვების ჯანსაღ განვითარებას. მერვეკლასელები (13-14 წლის მოსწავლეები), რომლებიც სოციალურ ქსელებს დღის განმავლობაში 6-9 საათზე მეტ ხანს უთმობენ, გაცილებით უფრო უბედურად გრძნობენ თავს, ვიდრე ისინი, რომლებიც ნაკლებ დროს ატარებენ ინტერნეტში.
აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და დაავადებათა პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 2010 წლიდან 2016 წლამდე ამერიკელ თინეიჯერებში დეპრესია 60%-ით გაიზარდა. 10-დან 19 წლამდე ახალგაზრდებში გაიზარდა თვითმკვლელობის შემთხვევები. ყველაზე დიდი რისკის ჯგუფად თინეიჯერი გოგოები ითვლებიან.
Facebook-მა ბავშვებისთვის სპეციალური აპლიკაცია შექმნა. ამ ეტაპზე ის მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები iOS-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. Messenger Kids - უფროსების Messenger-ის გამარტივებული ვერსიაა და დამცავი მექანიზმებითაა აღჭურვილი. მისი გამოყენებისთვის საჭიროა მშობლების თანხმობა. თავად კომპანია აცხადებს, რომ პატარა მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას რეკლამის დამკვეთებს არ მიჰყიდის.
გოგონამ სოციალურ ქსელში აგრესიას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა - კიდევ ერთი სახიფათო შემთხვევა