„გილოცავ, დედა, დაბადების დღეს!" სოფო ბედიას და მისი დედამთილის ურთიერთობის ამბავი საქვეყნოდ ცნობილია. მომღერალი ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად მიშა მესხის ცოლი, როცა სადედამთილოს მისი თბილი დახვედრის გამო, დედას ეძახდა.
დღეს, სოფოს დედამთილს, ქალბატონ მაყვალა სანაის დაბადების დღე აქვს. რასაკვირველია, რძალი იუბილეს სოციალური ქსელითაც ულოცავს:
„გილოცავ, დედა, დაბადების დღეს! მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ! მრავალს დაესწარი ჯანმრთელად და ბედნიერად ჩვენთან ერთად.“
"ჩემი და მიშას სრულყოფილ ბედნიერებას შვილი აკლია" - სოფო ბედია ოჯახურ ცხოვრებაზე
მეტიც, სოფომ გასულ წელს ქალბატონი მაყვალაც აამღერა, მასთან დუეტი ჩაწერა. ალბათ ის, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი პირველი მომღრალია, ვინც დედმათილთან ერთად მღერის.
სოფო ბედიას და მიშა მესხის 'აჭარული'.
იხილეთ სოფო ბედიას და მიშა მესხის "აჭარული"
თეკლა ჟვანია