"ვერ ვიგებ, რატომ აყენებენ რისკის ქვეშ ადამიანები სხვებს. სკოლა და ბაღი არ არის ძიძების კლუბი..." კანადელმა განრისხებულმა დედამ სოციალურ ქსელში მიმართა მშობლებს და ცხარე დისკუსიაც მოჰყვა ამას. მარიას შვილი ჯორდან გრეისი დაუნის სინდრომითაა დაავადებული, რის გამოც ძალიან დაბალი იმუნიტეტი აქვს და ნებისმიერი სუსტი ინფექციაც შეიძლება სერიოზულ დაავადებაში გადაეზარდოს.
დედამ გაიგო, რომ კლასში მშობელმა გაციებული ბავშვი მიიყვანა, რადგან დამტოვებელი არ ჰყავდა, თვითონ კი სამსახურში მიდიოდა. მარის რეაქცია ასეთი იყო:
"მომკალით და ვერ ვიგებ, რატომ აყენებენ რისკის ქვეშ ადამიანები სხვებს. სკოლა და ბაღი არ არის ძიძების კლუბი. თქვენი ბავშვი თქვენს ალერსსა და სიყვარულს საჭიროებს, რათა მალე გამოჯანმრთელდეს. მაგრამ მე ასევე ვფიქრობ სხვებზეც. არ მინდა, რომ ჩემი შვილი დაავადდეს და მოხვდეს საავადმყოფოში".
მშობლების შიში და დაბნეულობა ავადმყოფი ბავშვის გამოჯანმრთელებას აჭიანურებს
"როდესაც ჩემს შვილს უბრალო რესპირატორული დაავადება ხვდება, აი სად ვხვდებით მაგ დროს!" - და მარიამ დაურთო ფოტო.
მშობლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მარის. მათაც თქვეს, რომ ხშირად გამხდარან მათი შვილები ავად იმის გამო, რომ დაავადებული, ვირუსიანი ბავშვები დაჰყავთ ბაღში ან სკოლაში.