"ყველაფერი მოვსინჯე, მაგრამ უშედეგოდ - ჩემი ორგანიზმი უბრალოდ უარს აცხადებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე" ქალმა, რომელზეც არ მოქმედებდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, უკიდურეს ზომებს მიმართა. 4 შვილის გაჩენის შემდეგ, მიუხედავად აბების და პრეზერვატივის ხმარებისა, ის მიხვდა, რომ მხოლოდ ერთი საშუალება დარჩა არასასურველი ორსულობისაგან თავის დასაცავად...
მომავალ მეუღლეს 2011 წლის აგვისტოში შეხვდა. დეკემბერში მიხვდა, რომ ორსულად იყო. "შოკირებული ვიყავი, მაგრამ უფრო დამთრგუნველი დანაშაულის გრძნობა იყო: მე ხომ ბოლო რამდენიმე თვეა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ვიღებდი," - ამბობს ბეკი გაუერი.
მიუხედავად ამისა, მშობლის სტატუსი ცოლ-ქმრისთვის ბედნიერი აღმოჩნდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, რომ მათ ბიჭს - ბილანს სჭირდებოდა და ან ძმა. როდესაც მეორე ბიჭი - არჩი გაუჩნდათ, ბეკიმ გადაწყვიტა ისევ დაბრუნებოდა ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, ისევ დაორსულდა.
ასე გაუჩნდათ ედის და ბეკის მესამე ბიჭი - ფინი. ტაბლეტები აღარ მოქმედებდა. წყვილი დაუბრუნდა ძველ, საიმედო საშუალებას - კონდომს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მოხდა ამის შემდეგ? მართალია, მეოთხე მშობიარობა და გოგონა - კორა. "ყველაფერი მოვსინჯე, მაგრამ უშედეგოდ - ჩემი ორგანიზმი უბრალოდ უარს აცხადებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე", - ამბობს ბეკი.
"მამაკაცებს ხშირად უთქვამთ, ცოლთან კონდომს როგორ გამოვიყენებო...“ - კონტრაცეპტივების აუცილებლობა
წყვილს აღარ სურს მეტი ბავშვის გაჩენა. ამიტომ თავიანთი პრობლემის მოსაგვარებლად ასეთი რამ მოიფიქრეს: ედი, ბეკის ქმარი გეგმავს ვაზექტომიის გაკეთებას: ოპერაციის დროს ხდება სპერმის მილების გადაკვანძვა ან ამოკვეთა. მათ უყვართ თავიანთი შვილები იმის მიუხედავად, გეგმიურად გაჩნდნენ ისინი თუ არა. მათი ოჯახი უნდა შედგებოდეს 6 წევრისგან - ეს არის ბეკისა და ედის მყარი გადაწყვეტილება.