ხელგარჯილობა არაერთ სასარგებლო უნარს უმუშავებს ბავშვს გამოჭრა, დაწებება, აწყობა და მორთვა-გაფორმება ნებისმიერი ბავშვის საყვარელი გასართობია. ზოგჯერ დედებს დრო და ნერვები არ ჰყოფნით, რომ შვილის ასეთ "ხელგარჯილობას" გაუძლონ. ეს გასართობები ხომ სახლში უფრო მეტ არეულობას იწვევს, ბავშვსაც მეტი ყურადღება სჭირდება, როცა ხელში მაკრატელი, წებო ან საღებავი უჭირავს. ამიტომ პატარებს ზოგჯერ არ ეძლევათ ხელსაქმით ტკბობის საშუალება.
არადა ხელსაქმე, ე.წ. კრაფტი ბოლო დროის ყველაზე მოთხოვნადი ტრენდია ბავშვის განვითარების პროცესში. მის სარგებლიანობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მათ შორის ჩვენს საიტზეც. ხელგარჯილობა არაერთ სასარგებლო უნარს უმუშავებს ბავშვს - უვითარებს კოორდინაციას, ასწავლის თანმიმდევრულობას, უვარჯიშებს ნებისყოფას...
ასეთი პოპულარობის გამო გასართობმა ცენტრმა ბიბლუსი KIDS-ი ბავშვებისთვის ხელსაქმის მასტერკლასების ჩატარება დაიწყო.
კრაფტის სპეციალისტები დგილზევე ასწავლიან პატარებს ხელნაკეთი ნივთების დამზადებას, აძლევენ რჩევებს, იმის შესახებ, თუ რომელი მასალა როგორ უნდა გამოიყენოს, როგორ მისცეს ფორმა ამა თუ იმ ნივთს. ბავშვები სწორედ კრაფტის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ ქმნიან ლამაზ-ლამაზ ნივთებს, რომლებიც მათ საჩუქრად დარჩებათ.
მორიგ საბავშვო მასტერკლასს გასართობი ცენტრი ბიბლუსი KIDS-ი 11 თებერვალს გეგმავს.
ამჯერად პატარები ულამაზეს "ვალენტინებს", თმისამაგრებს და სხვადასხვა ცხოველებს დაამზადებენ.მასტერკლასი უფასოა, თუმცა ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა ადგილზე უნდა შეიძინონ ფოტოზე ნაჩვენები სათამაშოების დასამზადებლად საჭირო მასალები. მათი ღირებულება დაახლოებით 4 ლარია.
ასე რომ, 11 თებერვალს მხოლოდ 4 ლარად შეძლებთ ბავში ძალიან სახალისო აქტივობით გაართოთ და თან დასაჩუქრებული დარჩეს.
რეკომენდებული ასაკია: 5–დან 9 წელი;
შეარჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო დარეგისტრირდით - იმისთვის, რომ ბავშვთა რაოდენობა ოპტიმალური იყოს და ყველას სატანადო ყჰურადღება მიექცეს, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაცია გაიარეთ ამ ბმულზე
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ☎ 597 74 74 01
ან გვეწვიეთ "ბიბლუსი გალერეა"-ში
მის: თბილისი, ჭავჭავაძის #7