"პირველ თვეში ბუნებრივად ვკვებავდი, მერე გადავედი კომბინირებულ კვებაზე. სიძნელეს ის წარმოადგენდა მხოლოდ, რომ ოთხივეს ერთად უნდებოდათ კვებაც, დაძინებაც..." 4 ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა. ექიმების თქმით, ასეთი რამ დაახლოებით 700 ათას შემთხვევაში ერთხელ ხდება. რადგან ასეა, გამოდის, ბათუმში, დიმა კოღუაშვილისა და ნონა ვარშანიძის ოჯახი შვიდასიათასს შორის ის ერთი და გამორჩეულია, რომელშიც 4 ტყუპი იზრდება - 2 ბიჭი და 2 გოგო. ბავშვების დედა თავადაც ტყუპისცალია. ტყუპებს - ანდრიას, დიმიტრის, ბარბარესა და მაიას კიდევ უფროსი და - ნინი და უმცროსი ძმა - ალექსანდრე ჰყავთ. ექსვშვილიანი ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ეს არსებები მისი და მეუღლის ყველაზე დიდი
სიმდიდრეა. სადაც კი დავდივართ ამ ბავშვებთან ერთად, ყველგან თბილი, ღიმილიანი და სიკეთით სავსე მზერა დაგვყვება. სრულად უცნობები გვაჩერებენ და გამოგველაპარაკებიან. "თქვენ გაიზარდეთო" - სიყვარულით მოაძახებენ ხოლმე მოხუცები. ესენი ბავშვები კი არა, პოზიტივის მარცვლები არიან.
ნონა ვარშანიძე:
- ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიგე რომ ტყუპების დედა უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ არ მეგონა, რომ ოთხის ერთდროულად. ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. საკეისრო კვეთით ვიმშობიარე. ბიჭები უფრო დიდი წონისანი დაიბადნენ: ერთი 2,200 კგ, მეორე 2 კგ, გოგონები 1,900 კილოები. სახელები ორს მე შევურჩიე, ორსაც - მეუღლემ. პირველ თვეში ბუნებრივად ვკვებავდი, მერე გადავედი კომბინირებულ კვებაზე. სიძნელეს ის წარმოადგენდა მხოლოდ, რომ ოთხივეს ერთად უნდებოდათ კვებაც, დაძინებაც... ამ ბავშვების ამქვეყნად მოვლენის დღიდან ჩემი და ჩემი მეუღლის ლექსიკონში არ არსებობს: ავად ვარ, არ შემიძლია... ჩვენ ყოველთის კარგად და შემათებით ვართ, რომ ამ ოთხს მივხედოთ, დამატებით მეხუთეს და მეექვსეს.
უფროსი ქალიშვილი უკვე სტუდენტია. ტყუპები 5 წლისანი არიან, ალექსანდრე 3-ის. ეს ნაბოლარა მეხუთე ტყუპისცალს უდრის, იმიტომ რომ ყველაფერში ტყუპებს ბაძავს და არაფრით არ უნდა შეიმჩნიოს მათ შორის არსებული 2 წელი, არც ფიზიკურად და არც საქციელით. გამოსდის თუ ვერ გამოსდის, სჭირდება თუ არ სჭირდება, ყველაფერს იძახის, აკეთებს, ისე როგორც ტყუპები. ალექსანდრეში, ორივე ძმა, დიმა და ანდრიაა გაერთიანებული, ცოტა ეშმაკობაც აქვს, ცოტა სიდინჯეც და ძალიან საყვარელია. განაგრძეთ კითხვა