"ძალიან რთული მქონდა პირველი ტრიმესტრი - ჰემატომა, ტონუსი, საავადმყოფოშიც მოვხვდი..." წამყვანი თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე გოგონას ელოდებიან. ეს მათი პირველი საერთო შვილია, თუმცა სანდროსაც და თამუნასაც ჰყავთ ასევე შვილები პირველი ქორწინებიდან.
თამუნა უკვე ორსულობის მეექვსე თვეშია. პირველი ტრიმესტრის დასრულების შემდეგ ამბობდა: "ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და უკვე ბევრი რამე (ვინმე) მასწავლა და დამანახა... საჭირო იყო 3-თვიანი წოლითი რეჟიმი, პირველ ტრიმესტრში მძიმე ორსულობა, ექოდან ექოზე სირბილი და საავადმყოფოში დაწოლა. ვინც არ იყო "ნამდვილი მეგობარი" ავტომატურად გაქრა. ვისაც მართლა გულით ვუყვარდი, პირველივე წუთიდან ჩემთან გაჩნდა. საკუთარი ხელით მიკეთებდნენ საჭმელს, მოჰქონდათ საწოლში, სახლს მილაგებდნენ, სამსახურში მაცილებდნენ და იქიდან დაბრუნებულს გულის ფანცქალით მხვდებოდნენ, ამდენი ხანი რომ იმუშავე, რამე ხომ არ მოხდაო. ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ გვერდში დგომისთვის. მე თუ ვერა, სიკეთეს ღმერთი აუცილებლად დაგიბრუნებთ. რაც შეგეხებათ "პონტის გამო ჩემთან მყოფ ადამიანებს" , ირმა ინაშვილს დავესესხები: ყველას გიმახსოვრებთ"...
თამუნა მუსერიძე საავადმყოფოში დააწვინეს
როგორც ახლა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში აღნიშნა, პირველი რთული ეტაპი გადალახა. "თავიდან ვმალავდი ორსულობას, იმიტომ რომ მქონდა ჰემატომა, ტონუსი და ამიტომაც არ მსურდა საუბარი. ამის გამო საავადმყოფოშიც მოვხვდი. 4 თვე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში".
თამუნა აღნიშნავს, რომ პირველ შვილზე არ ჰყოლია ძიძა და არც ახლა გეგმავს.