ხუთი გოგონას შემდეგ წყვილი მეექვსე შვილს - ვაჟს ელოდა ამ ქალმა სამშობიარო ბლოკამდე ვერ მიაღწია და დერეფანში იმშობიარა...
კანზასის მაცხოვრებმა ჯესიკა ჰოგანმა მე-6 ბავშვის გაჩენისას ძლივს მოასწრო სამშობიარომდე მისვლა.
ტემი კარინი ფოტოგრაფია, რომელიც სპეციალურად მშობიარობებს იღებს. მან ნებართვა ითხოვა ჯესიკასგან, რათა Facebook-ზე განეთავსებინა მშობიარობების ისტორიები, რომელშიც თავად მონაწილეობდა ფოტოგრაფის რანგში. ფოტოები მართლაც ემოციური და გულახდილია. ამ ფოტოსესიამ 11 000 მოწონება, 9 000 პუბლიკაცია 2 000-მდე კომენტარი დააგროვა. გარდა ამისა, ტემიმ თავის საიტზე გამოაქვეყნა ჯესიკას წერილი, სადაც მოთხრობილია მეექვსე მშობიარობის ისტორია.
ჯესიკას და მის მეუღლეს - ტრევისს 5 გოგონა ჰყავს. ისინი მოუთმენლად ელოდნენ მეექვსე შვილის - ბიჭის დაბადებას, რომელიც ივლისის მეორე ნახევარში უნდა დაბადებულიყო. 18 ივლისს ჯესიკას ტკივილები დაეწყო, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდა (ხან გაივლიდა ტკივილი, ხანაც ისევ დაიწყებოდა). ჯესიკა ყოველ წუთს ელოდა ბავშვის დაბადებას.
24 ივლისს ღამის 3 საათზე ქალმა უეცრად გაიღვიძა ძლიერი ტკივილისგან და მიხვდა, რომ სწრაფად უნდა ემოქმედა. მან გააღვიძა მეუღლე სიტყვებით: "დაიწყო". რამდენიმე წუთში წყლები დაღვარა. 5 წუთში ცოლ-ქმარი მანქანაში იჯდა და სამშობიაროსკენ მიდიოდა. ჯესიკა იდგა მუხლებით სავარძელზე და თავის მისაყუდებელზე იყო დაყრდნობილი. გრძნობდა, რომ ბავშვი გამოსვლას იწყებდა. მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, მოასწრო ტემისთან ესემესის მიწერა, სადაც სთხოვდა დაუყოვნებლად სამშობიაროში მისვლას, რათა გადაეღო მშობიარობა.
კულმინაცია დადგა მას შემდეგ, რაც ჰოგანებმა მანქანა შეიყვანეს პარკინგზე სამშობიაროს კართან. ტრევისი გაიქცა ექიმის დასაძახებლად, ტემი კი ჯესიკასთან დარჩა. ის იხსენებს, თუ როგორ ყვიროდა: "დროზე, თორემ იატაკზე იმშობიარებს". სანამ პერსონალი მოვიდა, ჯესიკამ იგრძნო როგორ გამოვიდა ბავშვის თავი და შეეცადა შარვლის და საცვლის გახდას.
"ვიგრძენი როგორ აგდებდა ჩამი სხეული ბავშვს. ხელით შევეხე ბავშვის თავს და ვთქვი: "ტრევის, დაიჭირე!" მან მშვიდად გააკეთა ის, რაც ვთხოვე". ამ მომენტში ტემიმ დაიწყო სურათების გადაღება. ფოტოები კადრებად ასახავს მოვლენების ექსტრემალურ განვითარებას - როგორ ცდილობდა ტრევისი ბავშვის "დაჭერას", როგორ მოვიდნენ მეანები, როგორ დააწვინეს ჯესიკა იატაკზე, როგორ გაათავისუფლა მეანმა ბავშვის თავი ჭიპლარისგან და ბოლოს როგორ დაიბადა ალექსანდრ ჰოგანი.
ჯანმრთელი პატარა 2 900 გრ. და 50სმ. იყო. მაქსი დააწვინეს დედის მკერდზე, ტრევისმა კი თვითონ გადაუჭრა ჭიპლარი. მეორე დღეს ძამიკოს მოსანახულებლად 5 დაიკო მოვიდა.
"ეს იყო ყველაზე არანორმალური მშობიარობა, მაგრამ ამავე დროს ყველაზე არაჩვეულებრივი. ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ვგეგმავდი, მაგრამ ყველაფერი მოხდა ბუნებრივად. ეს შესანიშნავი იყო. ყოველთვის სიყვარულით გავიხსენებ იმ ღამის თითოეულ წუთს", - წერს ჯესიკა.