ვირის რძე, როგორც ლეიკემიისა და სიმსივნის მკურნალი? - რატომ ურჩევენ მას ექიმები
ვირის რძე, როგორც ლეიკემიისა და სიმსივნის მკურნალი? - რატომ ურჩევენ მას ექიმები
არც ისე დიდი ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია ვირის რძის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ. სოციალური ქსელის მომხმარებლები საკუთარი გამოცდილებით წერდნენ, თუ როგორ განიკურნენ ბრონქიტის, ასთმის, ყივანახველის და სხვა დაავდებებისგან ვირის რძის დახმარებით. ამ ერთი შეხედვით უცნაურმა ფაქტმა ბევრი კითხვა გააჩინა, დავინტერესდით, რა განსაკუთრებულ ნივთიერებებს შეიცავდა ეს ძვირად ღირებული პროდუქტი ისეთს, რომ იმუნიტეტზე თუ ჯანმრთელობის პრობლემებზე დადებით გავლენას ახდენდა და თუ არსებობდა ჩვენს ქევყანაში ვირის რძით მკურნლობის პრაქტიკა.
ინფორმაციის მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვირის რძე მთელ მსოფლიოში პოპულარული სასმელია და
მეზობელ აზერბაიჯანშიც და რუსეთშიც საკმაოდ ძვირად ფასობს, სადაც როგორც სამკურნალო, ასევე კოსმეტიკური დანიშნულებით იყენებენ. ის ძალიან ახლოს დგას დედის რძესთან. ევროპაში კი ყველაზე ძვირად ღირებულ ბავშვის საკვებს სწორედ ამ რძისგან ამზადებენ.
ნეაპოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ვირის რძეში აღმოაჩინეს ცხიმის მჟავა ომეგა-3 და ომეგა-6, ის ასევე დატვირთულია ლაქტოზით და შეიცავს მინიმალურ ცხიმებს. გარდა ამისა, ვირის რძეში შედის ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო სამასამდე სხვადასხვა ნივთიერება, მათ შორის ანტიოქსიდანტები, ფერმენტები, დიდი ოდენობით კალცი, ვიტამინები და მინერალები.
ვირის რძეს აქტიურად იყენებენ კოსმეტიკურ საშუალებებშიც, მეტიც - მას კლეოპატრას სილამაზის საიდუმლოდაც მიიჩნევდნენ.
ვირის რძის მოპოვება მაინცდამიანც ადვილი საქმე არაა, თითო ვირი
დაახლოებით 250-300 გრამს იწველება. გვესაუბრება ვირების ფერმი დირექტორი თემურ ლომიძე.


- აქ გვაქვს საძოვრებიც და აქ დგას პირუტყვიც. ამჟამად 80 სახედარი გვყავს, აქედან 21 მეწველია.

- რითი კვებავთ სახედრებს და რამდენად დიდია მოთხოვნა რძეზე?

- ნელ-ნელა იზრდება მოთხოვნა, თავიდან ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ, იმიტომ, რომ ინფორმაცია ვირის რძის სარგებლიანობის შესახებ არ იყო გავრცელებული. არადა იტალიაში აპრობირებულია მისი მიღება, მეტიც, ყველაზე ძვირად ღირებულია ის პროდუქტი ბავშვთა კვებიდან, რომელიც ვირის რძეზეა დამზადებული. ასევე იყენებენ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. რძეს უარყოფითი ბაქტერია არ აქვს, მას მოდუღება არ სჭირდება, ნედლად მიიღება, ვადა 5 იდან 7 დღემდე აქვს 2-5 გრადსუზე. ვინაიდან ცხიმიანობა ნაკლები აქვს, ცოტა ძნელად ფუჭდება, ყველიც ამიტომ ამოდის ასე რთულად, რომ ცხიმიანობა აქვს დაბალი, 25 ლიტრია საჭირო ერთი კილო ყველის ამოსაყვანად. განაგრძეთ კითხვა
ტეგები: ვირის რძე
3047
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?