ვირის რძეში აღმოაჩინეს ცხიმის მჟავა ომეგა-3 და ომეგა-6 არც ისე დიდი ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია ვირის რძის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ. სოციალური ქსელის მომხმარებლები საკუთარი გამოცდილებით წერდნენ, თუ როგორ განიკურნენ ბრონქიტის, ასთმის, ყივანახველის და სხვა დაავდებებისგან ვირის რძის დახმარებით. ამ ერთი შეხედვით უცნაურმა ფაქტმა ბევრი კითხვა გააჩინა, დავინტერესდით, რა განსაკუთრებულ ნივთიერებებს შეიცავდა ეს ძვირად ღირებული პროდუქტი ისეთს, რომ იმუნიტეტზე თუ ჯანმრთელობის პრობლემებზე დადებით გავლენას ახდენდა და თუ არსებობდა ჩვენს ქევყანაში ვირის რძით მკურნლობის პრაქტიკა.
ინფორმაციის მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვირის რძე მთელ მსოფლიოში პოპულარული სასმელია და
მეზობელ აზერბაიჯანშიც და რუსეთშიც საკმაოდ ძვირად ფასობს, სადაც როგორც სამკურნალო, ასევე კოსმეტიკური დანიშნულებით იყენებენ. ის ძალიან ახლოს დგას დედის რძესთან. ევროპაში კი ყველაზე ძვირად ღირებულ ბავშვის საკვებს სწორედ ამ რძისგან ამზადებენ.
ნეაპოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ვირის რძეში აღმოაჩინეს ცხიმის მჟავა ომეგა-3 და ომეგა-6, ის ასევე დატვირთულია ლაქტოზით და შეიცავს მინიმალურ ცხიმებს. გარდა ამისა, ვირის რძეში შედის ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო სამასამდე სხვადასხვა ნივთიერება, მათ შორის ანტიოქსიდანტები, ფერმენტები, დიდი ოდენობით კალცი, ვიტამინები და მინერალები.
ვირის რძეს აქტიურად იყენებენ კოსმეტიკურ საშუალებებშიც, მეტიც - მას კლეოპატრას სილამაზის საიდუმლოდაც მიიჩნევდნენ.
ვირის რძის მოპოვება მაინცდამიანც ადვილი საქმე არაა, თითო ვირი დაახლოებით 250-300 გრამს იწველება. გვესაუბრება ვირების ფერმი დირექტორი თემურ ლომიძე.
- აქ გვაქვს საძოვრებიც და აქ დგას პირუტყვიც. ამჟამად 80 სახედარი გვყავს, აქედან 21 მეწველია.