გავიხსენოთ ცნობილ რძალ-დედამთილებს შორის უთანხმოებები, რომელსაც საზოგადოებაში ბევრი განხილვა მოჰყვა რძალ-დედამთილს შორის არსებულ ურთიერთობას ყოველთვის გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. ალბათ თითზე ჩამოსათვლელია ოჯახები, სადაც ეს პრობლემა არასდროს ყოფილა. საქართველოში კი "რძალდედამთილიანის" ცნებას ასე, რომ ვთქვათ კარგად იცნობენ და ისტორიებიც ბევრი გვსმენია. ეს პრობლემა ბევრი ცნობილი ქართული ოჯახის რეალობაშიც ყოფილა და წყვილის ურთიერთობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა. ცნობილი რძალ-დედამთილების დაპირისპირება, ზოგჯერ ოჯახს ცდება და მთელი საქართველოს სალაპარაკო ხდება.
მოდით გავიხსენოთ ცნობილ რძალ-დედამთილებს შორის უთანხმოებები, რომელსაც საზოგადოებაში ბევრი განხილვა მოჰყვა. ამის თვალსაჩინო მაგალითია, ხატია სიჭინავას და მისი დედამთილის, გაუთავებელი დაპირისპირება. რამაზ ნოზაძის დედამ, რძალი ლამის ფეისბუქზე წყევლა. როცა ჟურნალისტი და სპორტსმენი დაქორწინდნენ, თბილისში აქტიურად დაიწყეს ჭორაობა იმის თაობაზე, რომ დედამთილს რძალი არ მოსწონდა, თუმცა ხატია და მისი დედამთილი საპირისპიროს ამტკიცებდნენ და სხვადასხვა გადაცემებში ერთმანეთზე „დიდი სიყვარულით“ საუბრობდნენ, მაგრამ სიმართლე არ იმალებაო გაგვიგია და არც მათ ოჯახში არსებული კონფლიქტი დაიმალა. საბოლოოდ ისინი რამაზის სიყვარულმა შეარიგა.
წლების წინ სამოდელო სააგენტო "ლიკა ყაზბეგის" ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი პატიმარზე გიორგი ჯელაძეზე დაქორწინდა. ყველას კარგად ახსოვს ლიკა ყაზბეგის არაორდინარული სიყვარულის ისტორია. თუმცა, ეს სიყვარული განქორწინებით დასრულდა. ამბობენ, რომ ამის მიზეზი, დედამთილთან არსებული დაპირისპირებაა. ერთ დღეს ლიკამ პოსტიც გამოაქვეყნა: "სერიიდან რძალ-დედამთილიანი რამდენიმე დღის წინ ვერის პოლიციაში მიმაქინჩიალეს. ყოფილმა დედამთილუკამ დამასმინა, აღარ ვუყვარვარო, დამივიწყაო, ყურადღებას არ მაქცევსო.