პატარა ამტკიცებს, რომ ხახვი ვაშლია და სურს მიირთვას ის, როგორც ვაშლი - დედაც ნებას რთავს
პატარა ასაკში ბავშვები ხშირად ეურჩებიან მშობლებს და დაჟინებით მოითხოვენ, მიაღწიონ საწადელს. მაგალითად, აიღონ ჩანგალი ხელში, დაავლონ ხელი ცხელ ტაფას, აცოცდნენ კარადაზე. მოკლედ, მსგავსი ისტორიები ნამდვილად არ გვიკვირს. თუმცა არის ისეთი გამონაკლიში შემთხვევები, როცა ბავშვის სიჯიუტეს საზღვარი არ აქვს და მშობელიც მზად არის მის ნებას დაყვეს. ამის ნათელი მაგალითია სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც პატარა ამტკიცებს, რომ ხახვი ვაშლია და სურს მიირთვას ის, როგორც ვაშლი.
"დედა, შეიძლება ვჭამო ვაშლი?
- არა, ეს ხახვია.
- ეს ვაშლია!
- ეს ხახვია! კარგი, თუ არ დაიშლი შენსას, ჭამე".
როგორც ხედავთ, პატარა არ იტეხს იხტიბარს და ხახვს ცრემლების დაღვრის ფასად მაინც მიირთმევს.
კომენტარებიდან თუ ვიმსჯელებთ, პატარას ეს გადაწყვეტილება ბევრმა სიმამაცედ შეაფასა, ბევრმა კი მშობელს არ მოუწონა საქციელი.
"როგორი სასტიკია დედა, რომელიც უყურებს ბავშვის ტანჯვას. პატარა სულელია, მაგრამ უფროსს ხომ უნდა ეყოს ჭკუა".
"კარგი იმუნიტეტი ექნება"
"როგორი მამაცია"
" ჩემმა სამი წლის გოგომ გადაწყვიტა, რომ ლიმონი არის ფორთოხალი, ოღონდ სხვა ფერის ფორთოხალი. როგორ არა დავუშალეთ, რომ არ ეჭამა, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ".
"სულაც არ არის სასაცილო ამ ბავშვის ტანჯვის ყურება. თუ ასე ეხალისება, თავად მიირთვას ხახვი, როგორც ვაშლი".