ვალენტინობა თელავის "პიატოში" - წიგნის კაფე თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს პირდება
ვალენტინობა თელავის "პიატოში" - წიგნის კაფე თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს პირდება
"ბიბლუსი გალერეაში" მდებარე წიგნის კაფე "პიატო" თელაველებს განსაკუთრებულ საღამოს უმზადებს. 14 თებერვალს, კაფეში მისულ სტუმრებს მანამდე არებული მენიუს გარდა, შესაძლებლობა ექნებათ სპეციალურად წყვილებისთვის შექმნილი 2 სახის მენიუდან ერთ-ერთი დააგემოვნონ - უგემრიელესი პიცით, სალათითა და განსაკუთრებული ღვინით.

სპეციალურად ამ დღისთვის, კაფე სხვადასხვა თემატური დეკორაციით გაფორმდება. რომანტიკული განწყობის შესაქმნელად, მაგიდებს ფერადი სანთლები და სხვადასხვა აქსესუარი დაამშვენებს.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას. "პიატოში" სპეციალურად მოწვეული ბენდი "მუსიკის ქალაქი" დაუკრავს. ორგანიზატორების განცხადებით, ამავე საღამოს, სახალისო გათამაშებაც მოეწყობა, რომლის გამარჯვებულებსაც სხვადასხვა საჩუქარი გადაეცემათ. ღონისძიებაზე
დეტალური ინფორმაციის მოპოვება კაფის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა შესაძლებელი.

ღონისძიების ბმული

ვალენტინობა მსოფლიოში, ჯერ კიდევ შუასაუკუნეებიდან აღინიშნება. ლეგენდის თანახმად, წმინდა ვალენტინი ახალგაზრდა ეპისკოპოსი იყო, რომელიც მრისხანე იმპერატორ კლავდიუსს დაუპირისპირდა. იმის მიუხედავად, რომ კლავდიუსმა რომში ქორწინება აკრძალა, ვალენტინი საიდმლოდ აქორწინებდა შეყვარებულ წყვილებს. ეხმარებოდა სასიყვარულო წერილების დაწერაში და ზოგჯერ შერიგებაშიც.

შეყვარებული წყვილებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვალენტინობა დღემდე განსაკუთრებული დღესასწაულია. 14 თებერვალს ისინი ერთად, რომანტიკულ გარემოში ატარებენ. სხვადასხვა საჩუქარს, მათ შორის ღია ბარათებსა და ყვავილებს ჩუქნიან.

თუ თქვენ 14 თებერვლის საღამოსთვის არჩევანს თელავის "პიატოზე" შეაჩერებთ, მას შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ მისამართზე: "ბიბლუსი გალერეა", ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა.

157
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?