მაისაშვილი რამდენიმე წელია სიმსივნეს ებრძვის გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის პირად გვერდზე ვრცელდება:
"მოგესალმებით ყველას. გვინდა გაცნობოთ, რომ ბოლო დროს გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ის ამჟამად იმყოფება სავადმყოფოში და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის. ის შემორტყმულია მისი ოჯახის წევრებით და თითეულ მის გულშემატკივარს გადმოქცემთ უღრმეს მადლობას. თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხნევებელი, და რაც მთავარია, უზომო ენერგიის მიმცემი".
გია მაისაშვილი რამდენიმე წელია სიმსივნეს ებრძვის.
გია მაისაშვილი დაახლოებით 2 წლის წინ, როცა სიმსივნე დაუდგინეს, მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძეზე. პირველი ქორწინებიდან ორივეს სამ-სამი შვილი ჰყავთ.
გია მაისაშვილს არერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ მისი მომვლელი ძირითადად მისი დაა.
"ჩემს დას მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და ერთი შვილიც გარდაეცვალა. ერთი შვილი დარჩა და ის თბილისში ცხოვრობს. ჩემზე 11 წლით უფროსია და ფაქტობრივად მისი გაზრდილი ვარ.
როცა ასეთი დიდი დაავადება დაემართება ადამიანს, ის არამხოლოდ მას, მთელ მის ოჯახს ემართება. ყველაზე დიდი ტვირთი მას დააწვა მხრებზე. ჩემთან არც ჩემი მეუღლეა და არც შვილები არიან, მხოლოდ დაა, რომელიც ჩემი დიდი განძია. ჩემი დაც არის, დედაც და ყველაფერი. მივლის, ყველაფერს მიკეთებს" - აცხადებდა გია მაისაშვილმა "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში. დღეს კი, როგორც მისი ფბ გვერდი იუწყება, მთელი ოჯახი მასთანაა.