5 წლის იქნებოდა ან 6-ის. ამ 7 სიტყვით კი თავისი ოჯახის ისტორია მთელ ავტობუსს მოგვიყვა... მაა, დღეს ისევ შენთან ვრჩები თუ დედასთან?
5 წლის იქნებოდა ან 6-ის. ამ 7 სიტყვით კი თავისი ოჯახის ისტორია მთელ ავტობუსს მოგვიყვა. მას ახალგაზრდა ხმამ უპასუხა, მაგრამ მე უკვე აღარ ვუსმენდი. ახლა მის წარსულში ვმოგზაურობდი. წარმოვიდგინე, როგორ შეუყვარდა ორ გამოუცდელ ბავშვს ერთმანეთი, როგორ გაგიჟდნენ, შეიცვალნენ, გაადამიანურდნენ, საკუთარი სულები ერთმანეთს გაუნაწილეს. დაარწმუნეს ყველა, რომ ცხოვრების სისასტიკეს სიყვარულით სავსე გულებით მოერეოდნენ. მათი ქორწინება ამ გადაწყვეტილების გამართლების მცდელობა იყო. რამდენ ხანს გრძელდება ასეთი სიყვარული? 3 წელი? ჰო, ამბობენ სიყვარული 3 წელი ცოცხლობსო. იმასაც ამბობენ, ბავშვი ყველაფერს ალაგებსო. თუმცა ეს სხვა ამბის გაგრძელებაა, აქ ბავშვი ყველაფერს ართულებს. თავად ბავშვსაც და ბავშვობის ცნებასაც.
- მა, დღეს რომ შენთან დავრჩე? - გაისმა ისევ. განაგრძეთ კითხვა