მილიარდი, ფიზიკა, გარინჩა... - რომელია საქართველოში ყველაზე იშვიათი სახელები და გვარები?
მილიარდი, ფიზიკა, გარინჩა... - რომელია საქართველოში ყველაზე იშვიათი სახელები და გვარები?
ბავშვის ჩასახვისთანავე მშობლები იწყებენ იმაზე ფიქრს, თუ რა დაარქვან შვილს. თუმცა არიან წყვილები, რომლებსაც უფრო ადრეც აქვთ ნაფიქრი ამ საკითხზე.

შვილისთვის სახელის შერჩევის დროს უამრავი ვერსიის მოსმენა გვიწევს. ამ პროცესში აქტიურად ერთვებიან ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და მოკლედ ყველა ის ადამაინი, რომელიც თვლის, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია.

პრაქტიკული გამოცდილებიდან, არაერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, როცა ახალშობილს ბაბუის სახელი, ან რომელიმე გარდაცვლილი ახლობლის  პატივსაცემად დაარქვეს სახელი. გარდა ამ შემთხვევებისა, სახელის შერჩევისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომელი სახელია მოდური, რომელი სახელია ქართული წარმოშობის, რომელი
- ქრისტიანული და ა.შ.

არიან ისეთი კატეგორიის მშობლებიც, რომლებიც შვილს არქმევენ თავიანთი კერპის, ცნობილი მოღვაწის ან საყვარელი ნაწარმოების პერსონაჟის სახელს. ზოგ შემთხვევაში სახელის შერჩევის დროს მშობლები ავტორიტეტული ადამიანის სახელს ირჩევენ, ადამიანისა, რომელიც მათი აზრით, უამრავი ღირსეული თვისების მატარებელია. ასეთ მშობლებს სურთ, რომ მათი შვილიც ამ თვისებებით იყოს დაჯილდოებული.

ბავშვისთვის სახელის დარქმევა ნათლობის დროსაცაა მიღებული. ამ დროს სახელი ირჩევა არა მხოლოდ მშობლის სურვილით, არამედ შეირჩევა წმინდანების სახელებიდან, რომელთაც მოიხსენიებს ეკლესია ბავშვის მონათვლის დროს. ამ ფორმით ითვლება, რომ წმინდანი ხდება ადამიანის მფარველი და მორწმუნე ადამიანები აღნიშნავენ არა მარტო თავის დაბადების დღეს, არამედ მფარველი წმინდანის დღესაც,
რომლის სახელსაც ისინი ატარებენ ნათლობიდან. 


იხილეთ ბავშვის სახელები და მათი მნიშვნელობები ანბანის მიხედვით


მიუხედავად იმისა, ვის და როგორ შეურჩიეს სახელი, საბოლოოდ მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას ეკისრება, როგორ გრძნობს ადამიანი თავს საკუთარი სახელის ქვეშ, რადგანაც უამრავი შემთხვევაა, როცა საკუთარ სახელს კომპლექსები გამოუწვევია. კომლექსებს კი ძირითადად, ისეთი სახელები იწვევს, რომელიც უცნაურად და სასაცილოდ ესმის ყურს. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გვარების გამოც შეიძლება აღმოჩდნენ ადამიანები უხერხულ მდგომარეობაში. სწორედ ასეთ სახელებს და გვარებს მოუყარა თავი მონაცემთა ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოში ყველაზე იშვიათი სახელების და გვარების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
mshoblebi
აღნიშნული სიის გაქმოვეყნებას სოციალურ ქსელში აქტიუარდ გამოეხმაურნენ და კომენტარებში კიდევ რამდენიმე იშვიათ გვარ-სახელს მოეყარა თავი. მაგ. მონავარდიშვილი ("ჩემი ვერ კვალიფიცირდება ალბათ იშვიათთა კატეგორიაში. უფრო წითელ წიგნშია შესატანი"), კრიჭაშვილი, ედემი, ელერჯია, ავგაროზა და ა.შ.

''მეტსახელის გამო ბავშვი შეიძლება ჩაგვრის ობიექტი გახდეს..." - რჩევები მშობლებს, გამოცდილი ადამიანებისგან

რუსკა კილასონია 

308
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?