პატარა სანდრო კალანდაძე ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე მესამე შვილის დედა გახდა. პატარა სანდრო კალანდაძე ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა.
„სანდრო კალანდაძეს გაუმარჯოს“, - ასე ესალმება ჟურნალისტი ახალშობილ შვილს. დედა-შვილმა უამრავი თბილი და ზოგიც იუმორნარევი მილოცვა მიიღო ფეისბუქის გვერდზე.
„გილოცავთ! ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება ჰქონოდეს თქვენს პატარა ანგელოზს“.
„რა გინდა მეტი, კალანდაძეებში და მანტკავებში ბიჭიანობაა“.
„ინდიანა ჯონსის სიყვარულის ნაყოფი, ჩაჩავაში ბებიაქალს ეფლირტავება. გამარჯობა, სანდრიკ“. - სწერენ მეგობრები დიანას და პატარა სანდროს.
დიანა ტრაპაიძეს კიდევ ორი შვილი ჰყავს, გოგო და ბიჭი.
მერი ბლიაძე