მომხდარზე საპატრულო პოლიციამ მოკვლევა დაიწყო
ქუთაისის #30-ე სკოლაში დირექტორმა და მანდატურის სამსახურმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციის გამოძახების მიზეზი სხვა სკოლის მოსწავლის, ზ.შ.-ს მიერ #30-ე სკოლის მოსწავლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა და ტელეფონის ნომრების მოთხოვნა გახდა.
მოსწავლეების განცხადებით, ზ.შ. ხშირად დადის სკოლაში, ბავშვებს ემუქრება, თან ჯიბით დააქვს დანა. როგორც ბავშვები ამბობენ, არასრულწლოვანი #30-ე სკოლის მოსწავლე იყო და შემდეგ სხვა სკოლაში გადავიდა.
#30-ე სკოლის დირექტორის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სხვა სკოლის მოსწავლე ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და ემუქრებოდა, რის გამოც, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
მომხდარზე საპატრულო პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.
"ინტერპრესნიუსი"