“ეს კარგი ტიპი ჩემი ქმარია“ მომღერალი ნინი წიკლაური უკვე კარგა ხანია მეუღლესთან - თემო ტუღუშთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. ორსულად იყო, როცა საქართველო დატოვა და შვილის უკეთესი მომავლისთვის ამერიკაში იმშობიარა. ჰქონდა რთული პერიოდები, მაგრამ მეუღლის გვერდით დგომით ყველაფერი გადალახა. ახლა წყვილი ერთად ზრდის პატარა საბას. ნინიც ცდილობს ფეხი მოიკიდოს ამერიკაში და კარიერული ცხოვრება აიწყოს. მართალია, მომღერალს საქართველო და ოჯახი ძალიან ენატრება, მაგრამ ჯერჯერობით ოკეანის იქეთ უწევს ყოფნა.
როგორც ჩანს, გუშინდელ დღესთან დაკავშირებით მეუღლემ კიდევ ერთხელ მოახერხა ნინის გაბედნიერება, რის შემდეგაც მომღერალმა მას სტატუსი მიუძღვნა:
„განა რამე, მარა... ძალიან მაგარი ქმარი რომ ხარ, ამის თქმა მინდოდა... არც იმას დავწერ, რატომ, არც იმას დავწერ, რა საჩუქრები მაჩუქე და ზოგადად, იცი შენ, რომ არ მიყვარს "პადარკების" გამოჭენება, უბრალოდ კარგი ტიპი ხარ და ეს კარგი ტიპი ჩემი ქმარია, ჩემი "პადელნიკი" ყველგან და ყოველთვის.
ეს მინდოდა მეთქვა.
#შეიყვარეთერთმანეთი".
თეკლა ჟვანია