შეგროვილი ფულიდან თავისთვის არაფერს იტოვებდა: მთელ თანხას ტაძრებს სწირავდა და ობოლთა თავშესაფრებს ეხმარებოდა... 103 წლის ასაკში გარდაიცვალა დობრი დობრევი, ბულგარელი მათხოვარი, რომელიც ყოველდღე თავისი სოფლიდან ფეხით რამდენიმე კილომეტრს გადიოდა ქალაქ სოფიამდე და მთელ დღეს წმინდა ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძართან მოწყალებას ითხოვდა.
შეგროვილი ფულიდან თავისთვის არაფერს იტოვებდა: მთელ თანხას ტაძრებს სწირავდა და ობოლთა თავშესაფრებს ეხმარებოდა.
შეგროვილი ფულიდან პაპა დობრი არც ერთ კაპიკს არ ეხებოდა. თავისი პენსიის – თვეში 100 ევროს გარკვეული ნაწილით ცხოვრობდა და ასევე იმ ხილითა და პურით, რომელსაც ფულის შემომწირველნი მისთვის გაიმეტებდნენ ხოლმე.
2010 წელს ალექსანდრე ნეველის ტაძრის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებისას ბულგარეთის ტელევიზიამ გამაოგნებელი აღმოჩენა გააკეთა
– საეკლესიო არქივების დათვალიერებისას გაირკვა, რომ ყველაზე გულუხვი შემოწირულობა, რომელიც კი ოდესმე მიუღია ტაძარს – 40 ათასი ევრო – მოხუცმა მათხოვარმა, პაპა დობრიმ გაიღო. მას წლობით უგროვებია თავისი პენსიის დიდი ნაწილი და ის კვლავ ეკლესიისთვის გაიღო.
პაპა დობრი ბევრ სხვასაც ეხმარება. მაგალითად, კომუნალური გადასახადები გადაუხადა ბავშვთა სახლს, რომლისთვისაც გაზი და სინათლე უნდა გაეთიშათ გადაუხდელობის გამო. ასევე ეხმარება უსახლკაროებს...
თუმცა ალბათ პაპა დობრის ყველა კეთილი საქმის შესახებ ბევრი ვერც ვერასოდეს გაიგებს, რადგან ის მათზე არასოდეს ლაპარაკობს.