"ამქვეყნად არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, რისი ჩუქებაც მას შეუძლია!" მსახიობი და წამყვანი ზურა გორგაძე ემოციურად ულოცავს დედას დაბადების დღეს:
"ეს ჩემი დედიკოა... ჩემს დედიკოს დღეს დაბადების დღე აქვს. ის ყველაზე კარგი დედაა დედამიწაზე.
პატიოსანი, კეთილი, გვერდში მდგომი, პრინციპული, ამაყი, დიდსულოვანი, საკუთარი ოჯახის გამო შეუძლებლის გამკეთებელი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობით აღსავსე, კომუნიკაბელური, შეგნებული, ყველაზე ლამაზი და ყველაზე დიდი ადამიანია ამქვეყნად!
გმირია! მართლა! ამქვეყნად არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, რისი ჩუქებაც მას შეუძლია!
მე ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი დედა მარგუნა წილად!
გილოცავ, დეე. მინდა ყოველთვის ყველაზე ყველაზე მაგრად მყავდე!"