გრანდიოზული, სახალხო და უკვე ძალიან წარმატებული ლიტერატურული პროექტი, „გახდი ბესტსელერის ავტორი“ მეორე სეზონს იწყებს. გრანდიოზული, სახალხო და უკვე ძალიან წარმატებული ლიტერატურული პროექტი, „გახდი ბესტსელერის ავტორი“ მეორე სეზონს იწყებს. დამწყებ და გამოცდილ ავტორებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში ”გახდი ბესტსელერის ავტორი 2018” და დიდი აღიარება მოიპოვონ. განაცხადების მიღება 15 მარტიდან დაიწყება!
კონკურსი, გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” ორგანიზებით, პირველად გასულ წელს გაიმართა. 300-მდე ნამუშევრიდან გამოვლინდა 4 გამარჯვებული, 2 ხალხისა და 2 ჟიურის რჩეული, რომელთაგან თათული ღვინიანიძის რომანი ”აღიარება ხელისგულზე” მართლაც ბესტსელერი გახდა და ბოლო 3 თვის გაყიდვების რეიტინგის სათავეში მოექცა არამარტო ბეჭდურ, არამედ ელექტრონულ წიგნებშიც. რომანის პრეზენტაცია
2017 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა, თვენახევარში კი ქართული ბაზრის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. 2000-იანი ტირაჟი სრულიად ამოიწურა. გამომცემლობამ მას მერე კიდევ ორჯერ დაბეჭდა ახალი ტირაჟი.
ასევე ამოწურულია შორენა ხუხუას რომანის ”შემოვალ ეტლით” მარაგიც. ვინ იქნება შემდეგი ბესტსელერის ავტორი ამას კი 2018 წლის კონკურსი გამოავლენს.
თათული ღვინიანიძე აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ მისი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა.
”კონკურსმა ,,გახდი ბესტსელერის ავტორი" ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. წიგნის გამოცემის შემდეგ ყველაფერი იმ ფილმივითაა, რომელიც არ გინდა ოდესმე დასრულდეს. თუ ადამიანი მზად არის, სამწერლობო ასპარეზზე შეაბიჯოს, თავისი რომანის იმედი აქვს და არ ეშინია წარმატების აუცილებლად უნდა გააგზავნოს კონკურსში რომანი. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს და მადლობას ვუხდი ,,პალიტრა L-ს", რომ ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას და მათი განვითარებისთის ხელშეწყობას აგრძელებს,” - განმარტავს თათული ღვინიანიძე.
”გახდი ბესტსელერის ავტორი” - ეს არის სახალხო კონკურსი, რომელიც მწერლებს საკუთარი შემოქმედების ფართო მასებისთვის გაცნობას სთავაზობს. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ცნობილ მწერლებს, ასევე უცნობ ავტორებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველები ჟანრში შეზღუდულები არ არიან.
ნამუშევრებს კომპეტენტურ ჟიურისთან ერთად, ყველაზე ობიექტური მსაჯი - მკითხველი შეაფასებს. 3 გამარჯვებულს ხალხი გამოავლენს, 2-ს კი - ჟიური. ამ დროისთვის უცნობია ჟიურის წევრების ვინაობა. გასულ წელს კი ამ სტატუსით იყვნენ: ლიტერატორები: ლევან ბერძენიშვილი, ზაალ ჩხეიძე, ივანე ამირხანაშვილი, რამაზ ჭილაია და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მარიკა დარჩია.
მთავარი პუნქტი, რაც კონკურსს განსაკუთრებულს ხდის, ეს არის ჯილდო გამარჯვებულისთვის. კონკურსის მიზანია, რომ ის ნაწარმოებები, რომელიც ამ კონკურსში გაიმარჯვებს ისეთივე დიდი ტირაჟით გაიყიდოს, როგორც დღეს საქართველოში უცხოური ლიტერატურა იყიდება. ასეთი ტირაჟით წიგნების გაყიდვა კი მწერლისთვის სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს, ცნობადობასა და აღიარებას გულისხმობს. პალიტრა L მაქსიმალურად შეეცდება შეუქმნას კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს ყველა პირობა, რომ მათ წიგნის დასრულება წარმატებით შეძლონ. ბეჭდვის და გამოცემის შემდეგ გამომცელობა განსაკუთრებულად იზრუნებს წიგნისა და ავტორის პოპულარიზაციაზე როგორ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.