მიკელე პლაჩიდოს 5 შვილი ჰყავს მიკელე პლაჩიდო მშობლების თაობას ახსოვს კარგად. იტალიურ სერიალ "რვაფეხაში" ის კომისარ კორადო კატანის როლს ასრულებდა და მაფიოზებს ებრძოდა. დღეს მსახიობი 72 წლისაა, ხუთი შვილის მამა და მესამედ არის დაქორწინებული.
შვილებიდან ერთადერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ერთი - უკანონო ვაჟი და ერთიც მეორე ქორწინებიდან ასევე ვაჟი.
კინოკარიერას კვლავაც აგრძელებს და იტალიურ ფილმებში მონაწილეობს.