ნათია დუმბაძემ ამერიკაში მეორე შვილი გააჩინა - მშობლები

ნათია დუმბაძემ ამერიკაში მეორე შვილი გააჩინა

2018-02-19 08:12:45+04:00

რა უცნაური სახელი დაარქვა ნათიამ ნანატრ გოგონას მომღერალი ნათია დუმბაძე ორსულობის ბოლო თვეებში ქმართან ამერიკაში გაემგზავრა და გუშინ „ნანატრი“ გოგონაც გააჩინა. ნანატრი იმიტომ, რომ პატარამ ამქვეყნად მოვლენა ცოტა „დაგვიანა“. მის მოლოდინში მშობლებმა ვალენტინობა და ჩინური ახალი წელიც ჩაატარეს.

რადგან ვალენტინობას პატარამ დაბადება არ ისურვა, ნათიამ მისთვის განკუთვნილი ბოდე, მუცელზე მიიდო და ფოტო გადაიღო, რომელსაც მიაწერა:

„გვეგონა, დღეს მაინც ჩავაცმევდით...

#myfirstvalentinesday

გელოდებით, ჩემო სიყვარულის ბაია“.

mshoblebi

რამდენიმე დღეში ჩინური ახალი წელიც აღნიშნეს ამერიკაში, პატარის მომლოდინე ნათია ამ დღესასწაულსაც არ დააკლდა და აღნიშნა, „ჩინური ახალი წელიც მოვასწარით“-ო.

mshoblebi

უკვე 18 თებერვალს კი ელეი დაიბადა, გახარებულმა დედიკომ ეს მნიშნელოვანი მოვლენა ფესიბუქით საშუალებით ამცნო საზოგადოებას.

„ 02.18.18 დაიბადა ჩვენი ნანატრი “ელეი”. 4.225 კგ! დუდუ გვიყვარხარ, დეეეეეეეეე“.

mshoblebi
ნათია უფროს ვაჟთან ერთად

თეკლა ჟვანია