შეგიძლიათ ისარგებლოთ მტევნისა და ტერფის ქირურგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, გია ჯალალიშვილის უფასო კონსულტაციით პედიატრიული პრივატ კლინიკა პედიატრიული ასაკის პაციენტებს მორიგ აქციას სთავაზობს. მოზარდებში და პატარებში სამწუხაროდ, ხშირია მოტეხილობები, ამოვარდნილობები, თანდაყოლილი და პოსტტრავმული დეფორმაციები, რომლებიც დროთა განმავლობაში საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის.
თუ თქვენს შვილს აწუხებს წინამხრის, მტევნისა და ტერფის ძვლების ახალი და ძველი მოტეხილობები, ამოვარდნილობები, სიმსივნეები, მყესების დაზიანებები, თანდაყოლილი და პოსტტრავმული დეფორმაციები, თანდაყოლილი დაავადებები (გაერთიანებული თითები, ბევრი თითი), “მოტკაცუნე თითი” (კაუჭა თითი), ჰიგრომა, თუ ესაჭიროება მტევნისა და ტერფის სახსრების ენდოპროთეზირება (დაავდებული სახსრების ხელოვნურით შეცვლა), შეგიძლიათ ისარგებლოთ მტევნისა და ტერფის ქირურგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, გია ჯალალიშვილის უფასო კონსულტაციით.
კონსულტაცია ჩატარდება 23 თებერვალს 14:00-დან 17:00 საათამდე.
ვიზიტის დასაგეგმად აუცილებელია მიმართოთ პედიატრიულ პრივატ-კლინიკას: 2-60-24-60
მისამართი: თბილისი, თემქა, XI მ/რ, კვ. 1