თამო ვაშალომიძემ 12 თებერვალს იმშობიარა, მოდელს გოგონა შეეძინა და სახელად სოფია დაარქვა.
თამო ვაშალომიძემ 12 თებერვალს იმშობიარა, მოდელს გოგონა შეეძინა და სახელად სოფია დაარქვა. როგორც თავად ამბობს, ბავშვი წონით იმაზე ბევრად მეტი დაიბადა, ვიდრე ელოდა, თუმცა მშობიარობამ ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა. თამომ მოგვიყვა, როგორ ართმევს თავს დედობას და ვინ ეხმარება სირთულეების გადალახვაში, როგორ ეგუება დედის ამპლუაში ყოფნას და როდის აპირებს პატარა სოფიას მონათვლას.
- ფიზიოლოგიური გზით იმშობიარე? ხომ არ ყოფილა რაიმე გართულება?
- ბუნებრივი, ფიზიოლოგიური გზით ვიმშობიარე, ყოველგვარი სპინალურისა და გაუტკივარების გარეშე, ყველაფერი მალე და ძალიან კარგად დამთავრდა.
- სად და ვისთან ერთად იყავი, როცა ტკივილები დაგეწყო, რა მოიმოქმედე?
-10-ში მივედი ექიმთან და მითხრა, რომ თითნახევარზე ვიყავი გახსნილი, მაგრამ სახლში გამომიშვა, დაიძინე და ხვალ დილით მოდიო. რომ წამოვედი, არ ველოდი თუ ასე მალე მივბრუნდებოდი. საცობში ვიყავი, როცა ტკივილები დამეწყო, თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ძალიან ცუდად მიდიოდა საქმე, ექიმს დავურეკე, მითხრა ჩქარა მოდიო... გავაჩერე მანქანა, გადავჯექი სასწრაფოს მანქანაში და დავბრუნდი სამშობიაროში. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა, არადა ყველა მეუბნებოდა რომ გოგოზე დიდხანს გრძელდება, მით უმეტეს თუ პირველი მშობიარობააო. მადლობა ღმერთს, ყველაფერი ძალიან მალე დასრულდა.
თამუნა ვაშალომიძე დედა გახდა - პატარა სოფიას პირველი ფოტო
- რამდენი კილო დაიბადა პატარა სოფია?
- ველოდებოდი 3,500-ს და გამახარა, დაიბადა 4,100. (იცინის).
- ვინმე დაესწრო მშობიარობას?
- ყველაფერი იმდენად მალე მოხდა, ფიზიკურად ვერავინ დაესწრებოდა მშობიარობას. მე მინდოდა, ვინმე გამოცდილი, შვილიანი ქალი დამსწრებოდა, სურვილი მქონდა მაგრამ ისე მალე მოხდა ყველაფერი, ვერ აგიხსნით... ვერაფერი მოვასწარი, ჩემს სადედამთილოს დავურეკე, საბუთები და ჩუსტები წამომიღე ჩქარა-მეთქი. განაგრძეთ კითხვა