"6 წლის გოგონა, რომელიც ჩუტყვავილათი გარდაიცვალა, ბაღში პირველი თებერვლის შემდეგ არ ყოფილა"
"6 წლის გოგონა, რომელიც ჩუტყვავილათი გარდაიცვალა, ბაღში პირველი თებერვლის შემდეგ არ ყოფილა"
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი 6 წლის გოგონა, რომელიც ჩუტყვავილათი გარდაიცვალა, ბაღში პირველი  თებერვლის შემდეგ არ ყოფილა. 

როგორც mshoblebi.ge-ს სააგენტოში განუცხადეს, ბავშს გეგმიური აცრები ყველა ჰქონდა  გაკეთებული და ამ  სემესტრში ბაღში არ უვლია.

არის თუ არა აცრების ეროვნულ კალენდარში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა შეტანილი?

"ბაღში სულ ორჯერ იყო მისული, ჯანმრთელობის ცნობა ჰქონდათ მოტანილი მშობლებს, რომ აღსაზრდელი ვერ ივლიდა. რკინადეფიციტური ანემია ჰქონდა და ამის გამო არ დადიოდა. ბაღში იყო ბოლოს პირველ თებერვალს,ისიც იმიტომ მიიყვანეს მშობლებმა,რომ მასწავლებელი მოენატრაო",
- განაცხადეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

რუსკა კილასონია

5016
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
Teona
0
სავალდებულო უნდა გახდეს ჩუტყვავილაზე აცრაც. ჩემი შვილისთვის რომ ვიკითხე ჯან.დაცვის სამინისტროში, საქართველოში საერთოდ არ არის ვაქცინაო, მიპასუხეს.
09:44 / 23-02-2018
მარეხი
1
რა შუაშია საბავშვო ბაღი, არ მესმის. დღეს დირექტორს სთხოვდნენ კომენტარს ჟურნალისტები. ვერ გამიგია, ბავშვს თუ ინფექცია შეხვდა, ბაღის პერსონალია დამნაშავე?
18:36 / 20-02-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```