"რკინადეფიციტური ანემია ჰქონდა და ამის გამო არ დადიოდა..."
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი 6 წლის გოგონა, რომელიც ჩუტყვავილათი გარდაიცვალა, ბაღში პირველი თებერვლის შემდეგ არ ყოფილა.
როგორც mshoblebi.ge-ს სააგენტოში განუცხადეს, ბავშს გეგმიური აცრები ყველა ჰქონდა გაკეთებული და ამ სემესტრში ბაღში არ უვლია.
არის თუ არა აცრების ეროვნულ კალენდარში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა შეტანილი?
"ბაღში სულ ორჯერ იყო მისული, ჯანმრთელობის ცნობა ჰქონდათ მოტანილი მშობლებს, რომ აღსაზრდელი ვერ ივლიდა. რკინადეფიციტური ანემია ჰქონდა და ამის გამო არ დადიოდა. ბაღში იყო ბოლოს პირველ თებერვალს,ისიც იმიტომ მიიყვანეს მშობლებმა,რომ მასწავლებელი მოენატრაო", - განაცხადეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
რუსკა კილასონია