ნინი ბადურაშვილი საზოგადოებას მიმართავს მომღერალი ნინი ბადურაშვილი საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესის ობიექტია... მისი ნებისმიერი ქმედება განხილვის საგანი ხდება ხოლმე. მართალია, მომღერალი ფეისბუქის აქტიური მომხმარებელია, მაგრამ პოსტების ხშირი წერით არ გამოირჩევა. წუხანდელი შემთხვევა ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია. ნინიმ განცხადება სწორედ იმ ადამიანებს მიუძღვნა, ვინც მის შესახებ საუბრობს და კომენტარებს აკეთებს:
„ადამიანი, რომელიც თავისი თავით მუდამ კმაყოფილია, ვერასდროს ვერ გაიზრდება, ვერ განვითარდება! ადრე როდესაც კრიტიკულ კომენტარს ვკითხულობდი საკუთარ თავზე, ვბრაზდებოდი, ცუდ ხასიათზე ვდგებოდი, მაგრამ ეს იყო ადრე... ახლა კი პირიქით, ვფიქრობ, სად დავუშვი შეცდომა, რა მაქვს გამოსასწორებელი და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მეხმარება წინსვლაში და განვითარებაში! მეგობრებო, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მგულშემატკივრობთ. მადლობა მათაც, ვინც კრიტიკულად მაფასებს! დამიჯერეთ, ეს მე მეხმარება და ძალიან კარგ საქმეს მიკეთებს. მართლაც ძალიან საინტერესოა ცხოვრება და მით უფრო საინტერესო ხდება, რაც დრო გადის და წლები გვემატება! გამოიყენეთ ყოველი წუთი და წამი, რათა რაც შეიძლება მეტი მოასწროთ და მეტად საინტერესო გახადოთ თქვენი ცხოვრება! ღამე მშვიდობის“.
თეკლა ჟვანია