"გავიხედე და რას ვხედავ, საქართველოს ორი ულამაზესი ქალი - ლალი ტოტიკაშვილი და ირინა ონაშვილი...." მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა მაია კაჭკაჭიშვილმა ქირურგიული ჩარევის და დიეტის მეშვეობით ზედმეტი კილოგრამების მოშორებაზე იზრუნა, მისი ახალი იმიჯი ყოველდღიურად ხვდება ყურადღების ცენტრში...
დღეს მაიამ შუა ქუჩაში კომპლიმენტი თბილისში აღიარებული ულამაზესი ქალბატონებისგან მიიღო:
"ახლა მოვდიოდი ქუჩაში ჩაფიქრებული და უცებ მესმის ყვირილი:
- მაიკოოო, მაიკოოო, რა ლამაზი ხარ! რა "ვიდზე" ხააარ!!!
გავიხედე და რას ვხედავ, საქართველოს ორი ულამაზესი ქალი - ლალი ტოტიკაშვილი და ირინა ონაშვილი.... ისე მესიამოვნა ეს ყველაფერი, რომ პრობლემებიც დამავიწყდა.
მიუხედავად უამრავი კომპლიმენტისა, ამ გოგოების სიტყვები რაღაც განსხვავებულად კარგად ვიგრძენი, იმიტომ, რომ თვითონ მაგ მიმართულებით არიან ცნობილები, რომ ძალიან ლამაზები არიან.
ტრაბახში არ ჩამომართვათ ახლა".
თეკლა ჟვანია