"ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა ბაღების მიმართ, რომ ეს ინსტრუქცია გაითვალისწინონ" ჯანდაცვის სამინისტრო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებს წითელას გავრცელების შესაჩერებლად კონკრეტული ინსტრუქციით ხელმძღვანელობას სთხოვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, კონკრეტული ინსტუქცია ჯანდაცვის სამინისტროდან თბილისის მერიამ მიიღო, რომელიც, თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა ბაღების სააგენტოს გადაუგზავნა. კახაბერ გვანცელაძის თქმით, ინსტრუცქიის გათვალისწინება ბაღების დირექციას უკვე დაევალა.
„თავისთავად აუცილებელია და ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა ბაღების მიმართ, რომ ეს ინსტრუქცია გაითვალისწინონ“ - განაცხადა გვანცალაძემ.
რაც შეეხება კონკრეტულად სამინისტროს მიერ გაცემულ ინსტრუქციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2017-2018 წლებში ქვეყნის მასშტაბით წითელას შემთხვეევების მნიშვნელოვანი მატება შეიმჩნევა, მასში პრევენციის მიზნით, შემდეგი ღონისძიებების გატარებაზეა საუბარი.
"6 წლის გოგონა, რომელიც ჩუტყვავილათი გარდაიცვალა, ბაღში პირველი თებერვლის შემდეგ არ ყოფილა"
"აღსაზრდელების წითელას საწინააღმდეგო აცრის სტატუსის განსაზღვრა დაწესებულებაში არსებული „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის“ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N მე-4 -100/ა) მიხედვით. ხოლო დოკუმენტის არ არსებობის შემთხვევაში, მოძიებულ იქნას სათანადო ინფორმაცია;
ყველა აუცრელი ან არასრულად აცრილი აღსაზრდელის მშობლისთვის ინფორმაციის მიწოდება აცრის ჩატარების აუცილებლობის შესახებ და აცრის დამადასტურებელი ცნობის დაწესებულებაში წარდგენის მოთხოვნა;
აღსაზრდელის მიერ სააღმზდელო პროცესის გაცდენის რეალური მიზეზის დადგენა, წითელას შესაძლო შემთხვევების გამოსავლენდა;
დაწესებულებეში წითელას გამოვლენის შემთხვევაში შეტყობინების გაგზავნა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, კონტაქტში მყოფი პირების ასაცრელად;
ვირუსული დაავადების რომელიმე საჭვო ნიშნის არსებობისას აღსაზრდელის/პედაგოგის (თანამშრომლების) არდაშვება დაწესებულებაში", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ინსტრუქციაში.
ინტერპრესნიუსი