"გაცემა და მიღება ნივთების და ტანისამოსის შესაძლებელია ყოველდღე 11:00 დან 17:00 საათამდე" როგორც არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი წერს, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ადრეც მიჰქონდათ ადამიანებს გაჭირვებულებისთვის ნივთები, ახლა უფრო დიდი ასორტიმენტია სოციალურად დაუცველთათვის და სალონიც კი გაიხსნა, სადაც მათ თმის მოწესრიგება შეეძლებათ:
"ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები გაჭირვებულთათვის.
სამების საკათედრო ტაძრის ქვედა სართულზე, მათ ვისაც არ აქვს ტანისამოსი, სიამოვნებით შევმოსავთ, მოვაწესრიგებთ და დავეხმარებით შესაძლებლობის ფარგლებში.
ვისაც გავთ და არ იყენებთ ტანისამოსს (ამ ეტაპზე თბილებს) და სხვადასხვა ნივთებს შეგიძლიათ მოგვიტანოთ და ჩვენ გადავცემთ გაჭირვებულებს.
აქვე მოვაწყეთ მცირე სალონი, სადაც შესაძლებელი იქნება თმის მოწესრიგება. ამ კეთილ საქმეში ათობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სახით, უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს.
ეს ყველაფერი კი, მისი უწმიდესობის პატრიარქობის 40 წელს მივუძღვენით ყველამ.
გაცემა და მიღება ნივთების და ტანისამოსის შესაძლებელია ყოველდღე 11:00 დან 17:00 საათამდე
ღმერთმა შეგიწიროთ ყველას".