" წინააღმდეგობა რომ გამეწია, დამრჩებოდა მშიერი. ჩემი შვილის პატარაობა გამახსენდა. ისიც ასე ერთობოდა ჭამის დროს!"
მშობლებს განსაკუთრებით უხარიათ, როცა პატარა დამოუკიდებლად იწყებს სიარულს, ჭამას, თუმცა ასეთ დროს ბავშვებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ, რადგან მათ თავნებობა ახასიათებთ და ხშირად ეჯიუტებიან უფროსებს. ასეთი ქცევით კი შესაძლოა თავი დაიზიანონ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ შემეცნების პროცესში პატარები არაერთ სახალისო ეპიზოდს გვთავაზობენ და ამასთან დაკავშირებით უამრავი სასაცილო ამბის გახსენება შეგვიძლია. აი, მაგალითად თუ როგორ ითხუპნებიან, თუნდაც ჭამისას, როცა თვითონ ცდილობენ მიირთვან საკვები.
10 ნაბიჯი, ბავშვმა რომ თავისით დაიწყოს ჭამა
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეო, რომელშიც ბავშვები სპაგეტის ჭამის სხვადასხვანაირ მეთოდებს გვთავაზობენ, მშობლების მხრიდან განსხვავებული შეფასებებები დამისახურა. მათი ნაწილი ბავშვის ასეთ ქცევას გაგებით ეკიდება და უბრალოდ ხალისობს, ნაწილი კი ამბოსბ, რომ ასეთი რამეს პატარა არ უნდა შეეჩვიოს.
"ვერაფრით შევეგუები, ჩემმა პატარამ ასე რომ ჭამოს"
"გული გამისკდებოდა, ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში რომ მენახა... როგორ ითხუპნება პატარა!"
"ერთობიან პატარები... როგორი საყვარლები არიან"
"ძალიან სახალისო ვიდეოა, მე მომეწონა"
"ჩემი შვილის პატარაობა გამახსენდა. ისიც ასე ერთობოდა ჭამის დროს. წინააღმდეგობა რომ გამეწია, დამრჩებოდა მშიერი"