ზურა ანთელავა: "ნინო ერისთავის მსგავსი ქალი რომ შემხვედროდა, ტყავს გავაძრობდი!"
ზურა ანთელავა: "ნინო ერისთავის მსგავსი ქალი რომ შემხვედროდა, ტყავს გავაძრობდი!"
1 / 2
Next
"როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი კარგი იყოს, მაგრამ რადგან ქალია, ქალები უფრო მეტად ამ პერსონაჟისკენ იხრებიან... ბევრმა მკითხა, რატომ აგდებ, ხომ ასეთი კეთილი ხარო... არ შეიძლება ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, მით უმეტეს ერთ ჭერქვეშ! მე პირიქით ვფიქრობ, კვაზი მანტკავა დიდსულოვნად იქცევა"... - ამბობს ზურა ანთელავა, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებში" კვაზი მანტკავას განასახიერებს და მისი როლი ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს...

- რადენად ჰგავს თქვენი პიროვნება თქვენს გმირს – კვაზი მანტკავას?

- წარმოუდგენელია, გამორიცხულია ოდნავ მსგავსებაც კი! მაშინ მსახიობი არ ყოფილა საჭირო. კვაზი მანტკავა

შექმნილი პერსონაჟია, ნაწილ-ნაწილ შეთხზულიდან, ნანახიდან და ასე შემდეგ... ასეთი ტიპები იყვნენ 190-1970-იან წლებში. მე იმ თაობის კაცი ვარ, თავად ვარ მომსწრე იმ ყველაფრის. განსაკუთრებით დასავლეთში იყვნენ ასეთები და მე მოგეხსენებათ, ზუგდიდიდან ვარ. მთლიანად არა, მაგრამ რაღაც ელემენტები სხვადასხვა პიროვნებისგან მაქვს აღებული... მაყურებელმა კარგად მიიღო კვაზი მანტკავა, რადგან განსხვავებულია სხვა პერსონაჟებისგან. მაგალითად, გრიშა კაკაჩიასა და კვაზი მანტკავას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ხასიათში, თვისებებში... ამიტომაც კვაზი მანტკავას როლი ძალიან მომგებიანია.

- თქვენი რეალური ცხოვრება როგორია?

- მსახიობი გახლავართ, ჩვეულებრივად ვმუშაობ... მყავს მეუღლე და ორი ვაჟი. უფროსი ვაჟი მთავარი მენეჯერია ღვინის კომპანიაში... უმცროსი ვაჟიშვილი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა

თეატრის მსახიობია. მყავს ერთი შვილიშვილი – ზურიკო... ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები ვართ.


ნინო ერისთავის რეალური ქმარ-შვილი და თეატრალური წარსული

- ბოლო სერიები განსაკუთრებით დაძაბული იყო თქვენი გმირისთვის... რეალურ ცხოვრებაში რომ შეგხვედროდათ ნინო ერისთავის მსგავსი ქალბატონი, როგორ მოექცეოდით?

- ტყავს გავაძრობდი! არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება ადამიანებს შორის! ეს მისი საქმეა და მისი არჩევანია, ყველა ადამიანს ხომ თავის არჩევანი აქვს ამ ცხოვრებაში?! თუმცა როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი კარგი იყოს, მაგრამ რადგან ქალია, ქალები უფრო მეტად ამ პერსონაჟისკენ იხრებიან... ბევრმა მკითხა, რატომ აგდებ, ხომ ასეთი კეთილი ხარო... არ შეიძლება ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, მით უმეტეს ერთ ჭერქვეშ! მე პირიქით ვფიქრობ, კვაზი მანტკავა დიდსულოვნად იქცევა... კვაზი ხომ მოატყუეს და მას ნამდვილად შეეძლო ნინო ერისთავი ისე გაექრო, რომ ამას ვერც ვერავინ გაიგებდა. კვაზიმ კი ვალები გადაუხადა, გაუშვა, ფულიც მისცა და კიდევ ერთი შანსი, ცხოვრებაში რომ რაღაც ნორმალური გზა აირჩიოს... ვნახოთ აწი რა როგორ იქნება! მსახიობებმაც არაფერი ვიცით. გადაღებამდე სამი დღით ადრე მოგვდის სცენარი.

mshoblebi
მეუღლესთან ერთად

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და ნახეთ ზურა ანთელავას შვილების ფოტო
1 / 2
Next
15111
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
*
0
კარგი შვილები და შვილიშვილი გყოლიათ,ღმერთმა გამრავლოთ
14:49 / 23-02-2018
ლალი
1
რა კარგი შვილები გყავთ, გენიალური მსახიობი ხართ
09:38 / 23-02-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```