"სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ"
ჟურნალისტ მაია ასათიანს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, ამის შესახებ ინფორმაციას გადაცემა "პროფილის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ. იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს. მადლობა გვერდში დგომისთვის!" - აღნიშნულია "პროფილის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.