"გავიხედე და ეს მობანდიტო კაცი მორბის ჩემსკენ. მოვკურცხლე, მარა რა მოვკურცხლე..." მოგეხსენებათ, ირინა სარიშვილი მარტოხელა დედაა და 6 შვილს სრულიად მარტო ზრდის. მიუხედავად ყოფითი პრობლემებისა, ყოველთვის ახერხებს შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობა და იუმორის გრძნობა.
ქალბატონი ირინა შვილებთან ერთად ნაქირავებ სახლში ცხოვრობს და ხშირად უხდება საცხოვრებლის შეცვლა. ამჯერად მერვედ ალაგებს ბარგს სხვა ბინაში გადასვლის მიზნით. ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებთან ერთად, რომელთაც განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდებათ, ეს ადვილი ნამდვილად არა. ამ ფიქრებში ჩაფლული ქალბატონი ირინა მაღაზიაში უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნა, რის შესახებაც სოციალურ ქსელშიც დაწერა:
“ხვალიდან უკვე ჩალაგებას ვიწყებ და უკვე მერვედ ვიცვლი ბინას ისევ ნაქირავებს. ჩამოვლაზე ვარ პროდუქტებზე და წამლებზე (საბას ანგინა აქვს), ასე მივბოდიალობ პარკებით ქუჩაში, ათას რამეზე ვფიქრობ, სად რა ჩავდო, რა დავარიგო, რა წავიღო. შევჩერდი კიდევ ერთ სავაჭრო პუნქტთან, დავდე ეს ჩემი პარკები იატაკზე, გვერდით ვიღაც მობანდიტო გამომეტყველების ტიპი იდგა, რაღაცას ყიდულობდა. ცალკე ამაზე დავიზაფრე - ამ ბოლო დროს ქუჩაში უკან თუ ახლოს მომყვება ვინმე, წინ ვატარებ, ემანდ თავში არ მთხლიშოს რამე-თქო, ისეთები ხდება.
მოკლედ, ვიყიდე რაც მინდოდა, ავიღე პარკები, მოვდივარ სახლისკენ და უცებ აჩქარებული ნაბიჯები მესმის უკნიდან. გავიხედე და ეს მობანდიტო კაცი მორბის ჩემსკენ. მოვკურცხლე, მარა რა მოვკურცხლე, ცოტაც და პარკებს ხელიდან გავაგდებდი...
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
რისი გაფიქრება აღარ მოვასწარი და ამ დროს მესმის ყვირილი:
- ქალბატონო ირინა, ჩემი პარკები გაგყვათ, დამელოდეთ!
იმის პარკებიც გამიყოლებია თურმე... ახლა ამას ძლივს ვწერ, ისე ვხარხარებ მარტო იმის წარმოდგენაზე, ის კაცი რო მომდევდა და მე რომ გავრბოდი, ნეტა რა იფიქრა...”
თეკლა ჟვანია