"მივუახლოვდი, ავუწიე ჯერ მარცხენა ხელი, შემდეგ მარცხენა ფეხი. ხელიც და ფეხიც უსიცოცხლოდ დავარდა საწოლზე..." 19-თვის რონი კერმანი დიდი ბრიტანეთიდან ინულტის ყველაზე პატარა მსხვერპლია. ის ახლა ცოცხალია მხოლოდ იმიტომ, რომ მამამ ამოიცნო ინსულტის ნიშნები.
39 წლის ფილ კერმანი 3 შვილის მამაა. ერთ დღეს უმცროსი შვილის ოთახში შევიდა და დაინახა, რომ ბავშვი საწოლში თვალდახუჭული იწვა. თითქოს საეჭვო არაფერი იყო, ბავშვს ეძინა. მაგრამ მამა მაინც დაეჭვდა.
"მივუახლოვდი, ავუწიე ჯერ მარცხენა ხელი, შემდეგ მარცხენა ფეხი. ხელიც და ფეხიც უსიცოცხლოდ დავარდა საწოლზე, - იხსენებს გილი, - შევეცადე ფეხზე დამეყენებინა, მაგრამ ვერც ეს შეძლო".
უცებ, ფილს გაახსენდა კადრები სარეკლამო რგოლიდან, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორ უნდა ამოიცნო ინსულტის ნიშნები. ის მიხვდა, რომ ბავშვს რაღაც დაემართა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ბავშვი მაშინვე წაიყვანეს საავადმყოფოში და გადაუღეს თავის ტვინის ტომოგრაფია. გამოკვლევამ აჩვენა, რომ გაწყვეტილი იყო სისხლძარღვი, ასევე თვის ტვინში იყო ორი კისტა და სიმსივნე, რაც გახდა სისხლჩაქცევის მიზეზი. ჩატარდა სასწრაფო ოპერაცია. ამოკვეთეს კისტა და ჩაუტარეს სისხლძარღვის სტენდირება.
"ვლოცულობთ, რომ ჩვენი რონი მალე გამოჯანმრთელდეს. რობერტი (რონის ტყუპი ძმა) ძალიან პატარაა საიმისოდ, რომ გაიგოს თუ რა მოხდა, - ამბობს ფილი. - მანამდე არაფერი უჩვეულო არ შეგვიმჩნევია რონისთვის. უბრალოდ ჩვეულებრივზე ბევრს ტიროდა, რაც კბილების ამოჭრას დავაბრალეთ".
"საბედნიეროდ, დროულად შევამჩნიე ინსულტის ნიშნები. მართალია სისხლჩაქცევა ძირითადად უფროსებს ემართებათ, მაგრამ რონის შემთხვევაში გამონაკლისიც მოხდა. ყველა მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული ამ დაავადების სიმპტომების შესახებ", - ამბობს ის. ამჟამად, რონის ამზადებენ სიმსივნის მოსაცილებლად. მომავალ წელს კი უნდა გაიაროს ქიმიოთერაპიის კურსი.
ინსულტის ნიშნები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ - ექიმი-რეანიმატოლოგის გაფრთხილება