თვეში ერთხელ, მანიაკი ბავშვს სარდაფში ვირთხებთან ერთად ამწყვდევდა და საბრალოს განძრევის უფლებაც არ ჰქონდა ქალბატონმა ყველას გაუზიარა იმ წამების ყველა დეტალი, რაც მას ბავშვობაში თავს გადახდა. ამ ხნის განმავლობაში იგი დაუჯერებელი იდეებით შეპყრობილი მამის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. მოდ ჟულიიენი ახლა 60 წლისაა. იგი ბედნიერია. ცხოვრობს პარიზში და ფსიქოთერაპევტად მუშაობს.
ცხოვრების პირველი 18 წლის შესახებ ის კარგა ხანს დუმდა, თუმცა რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მან ეს დუმილი დაარღვია და გამოსცა წიგნი "ერთადერთი გოგონა მსოფლიოში" (The Only Girl in the World).
ჟულიენის მამამ, ლუი დიდემ, 1936 წელს, 34 წლის ასაკში გაიცნო ღარიბი მეშახტე, რომელსაც ბავშვების შესანახი საშუალებაც არ გააჩნდა.
ბ-მა დიდემ მას შესთავაზა, შენც უმცროს ქალიშვილს წავიყვან და კერძო პანსიონატში სწავლას დავუფინანსებო. თუმცა მას სულ სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული, რაც შემდეგში გამოიხატებოდა: მას უნდოდა, რომ გოგონა ცოტა წამოზრდილიყო, ცოლად მოეყვანა და მისთვის ბავშვი გაეჩინა, რომელსაც შემდგომში საზოგადოების მავნე ზეგავლენისგან დაცულად, იზოლირებულად გაზრდიდა.
ასეც მოხდა და 1957 წლის ბოლოს, 22 წლის შემდეგ მას მერე, რაც ჟანინი სახლიდან წამოიყვანა, მან გაუჩინა პატარა გოგონა, მოდ ჟულიენი. 3 წლის შემდეგ ლუი დიდემ საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში სახლი იყიდა და ბავშვის "ზეადამიანურ" პიროვნებად ჩამოყალიბების "იდეის" განხორციელებას შეუდგა.
პატარა მოდ ჟულიენს სპარტანულ პირობებში უწევდა ცხოვრება. მუდმივი ვარჯიშების გამო მას ერთი წამი თავისუფალი დრო არ ჰქონდა და ძილი ენატრებოდა.
ბავშვი მწირად იკვებებოდა და მუდმივად შიმშილობდა, რაც მის კბილებზე და ღრძილებზე აისახა. მისთვის აკრძალული იყო თბილ წყალში ბანაობა. მამამისის აზრით, ნებისყოფის და გამძლეობას წრთობისათვის ცივი წყალი უკეთესი იყო.
გოგონასთვის უცხო იყო დედის ალერსი. ჟანინი მორჩილად ასრულებდა მეუღლის ბრძანებებს და არც ცდილობდა გოგონას დაცვას.
კვირაში ორჯერ ლუი დიდე "ნებისყოფის გამოცდას" აწყობდა და გოგონას 10 წუთის განმავლობაში სხეულში დენს უტარებდა. პატარას მორჩილად უნდა აეტანა ეს ყველაფერი და ტკივილის გრძნობაც არ უნდა გამოეხატა.
დესპოტი ლუი მუდამ მთვრალი იყო და მანიაკივით იქცეოდა. მას სჯეროდა, რომ გოგონა მის დასაცავად იყო მოვლენილი. სწორედ ამიტომაც ცდილობდა გაეწვრთნა იგი ისე, რომ ტკივილის და ფიზიკური წვალების მიმართ ამტანი ყოფილიყო. იგი გოგონას მკაცრი ექსპერიმენტების გამოცდას აიძულებდა.
სახლი ზამთრის პირობებშიც კი არ თბებოდა და მოდის ოთახი მუდამ გაყინული იყო. თვეში ერთხელ, მანიაკი ბავშვს სარდაფში ვირთხებთან ერთად ამწყვდევდა და საბრალოს განძრევის უფლებაც არ ჰქონდა. მისი აზრით, ამ დროს მოდის "სიკვდილზე უნდა ეფიქრა".
იგი აიძულებდა ბავშვს სპირტიანი სასმელების მიღებას და შემდეგ მისგან სწორ ხაზზე სიარულს ითხოვდა. ამის გამო ქალბატონი ჟულიენი დღემდე ებრძვის ღვიძლის ინტოქსიკაციის ნარჩენ მოვლენებს.
როდესაც მოდი 16 წლის გახდა, ქალაქში მუსიკის მასწავლებელი ბ-ნი მოლინო გამოჩნდა, რომელმაც რაღაცნაირად ლუის ნდობა დაიმსახურა და ამ უკანასკნელმა ნება დართო, გოგონასათვის გაკვეთილები სახლში ჩეტარებინა.
ცოტა მოგვიანებით მოლინმა, მოდს მეზობელ ქალაქში, მუსიკალურ მაღაზიაში მუშაობა შესთავაზა და მოდმა იქ ახალგაზრდა მუსიკოსი რიჩარდი გაიცნო, რომელმაც ცოლად გაყოლა შესთავაზა.
მანიაკმა, თავის შვილს, რომელიც ამ დროისათვის 18 წლის იყო, თანხმობა მისცა ოღონდ ასეთი პირობა წამოუყენა: 6 თვის შემდეგ მოდი ქმარს უნდა გაშორებოდა და მამასთან ქალიშვილი დაბრუნებულიყო... გასაგები მოზეზების გამო, მოდიმ ეს პირობა დაარღვია. გათხოვება მისთვის შვებად იქცა და იმ პერიოდში, რომელიც 6 წელი გაგრძელდა, მოდის ქალიშვილი შეეძინა. შემდგომ მას კიდევ შეეძინა ერთი გოგონა, ოღონდ სხვა მამაკაცისგან...
დღეს, მრავალწლიანი ინტენსიური ფსიქოთერაპიის შემდეგ, მოდ ჟულიენმა შეძლო თვისი საშინელი ბავშვობის გამომზეურება. ეს მემუარები მან დედას მიუძღვნა, რომელიც ჩაკეტილი ცხოვრების შემდეგ, 1979 წელს გარდაიცვალა.
"დედაჩემი, მამაჩემის მსხვერპლია და ჩემი მემუარები მასაც გავუგზავნე, თუმცა არ მიპასუხა. საერთო ნაცნობებისგან გავიგე, რომ ეს სულაც არ გახარებია, რადგან საშინლად შეშინებულია, რომ ეს ამბავი გამჟღავნდა".
დღეს მოდი ბედნიერია იმით, რომ ეს მეუარები წიგნად გამოსცა.
"მე დიდ იმედებს ვამყარებ, რომ ეს თავისებური სახელმძღვანელოა სიცოცხლის გადასარჩენად. " - ამბობს მოდი.