შესაბამის ინფორმაციას სოციალურ ქსელებში გია მაისაშვილის მეგობრები ავრცელებენ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ქართველი პოლიტიკოსი გია მაისაშვილი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"გიო აღარ გვყავს... დიდი მამულიშვილი დაკარგა საქართველომ. ვერ შევუსრულეთ ბოლო წადილი, სამშობლოში დაელია სული. აცხონოს უფალმა მისი ქართული, ნაღდი სული..."- ნათქვამია გია მაისაშვილის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გია მაისაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მისი ბოლო მიმართვა კი სიკვდილამდე ქვეყანაში ჩამოყვანის თხოვნა გახლდათ.
ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ გიას სიცოცხლეში, ოჯახმა ბოლო განცხადება გაავცელა.
"სამწუხაროდ, გიას მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი თბილისში ჩამოყვანა ამჟამად ჩვენთვის ხელ მიუწდომელია, რადგან ეს მხოლოდ შესაძლებელია სპეციალური სამედიცინო რეანიმაციული თვითფრინავით - რომელიც ჯდება $160,000.
აქედან გამომდინარე, გიას მეგობრებმა შეადგინეს პეტიცია და მიმართეს სახელმწიფოს ფინანსური დახმარებისათვის. ჩვენ, როგორც მისი ოჯახი, რა თქმა უნდა, ასეთ თანხას ვერ მოვითხოვთ და არც ველით. ასევე გვინდა ხაზი გაუსვათ იმას, რომ არც ერთი ფეისბუქზე გავრცელებული
საჯარო ფულის შეგროვების ინიციატივა არ მოდის ოჯახიდან და გირჩევთ, არ ჩაურიცხოთ არავის ფული.
ასევე დიდი თხოვნა გვაქვს, ყველამ თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისაგან. უღრმესი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის" - ნათქვამი იყო ოჯახის განცხადებაში.