"იმედი მაქვს, რომ სწორად გაიგებენ ადამიანები ყველაფერს... ამ როლზე იმიტომ აღმოვჩნდი, რომ დაახლოებით იგივე მაქვს გამოვლილი" "იმედი მაქვს, რომ სწორად გაიგებენ ადამიანები ყველაფერს და პირიქით ყველაფერი გამოსწორდება, რაღაც წვლილს შევიტანთ იმ ადამიანების ცხოვრების შეცვლაში, რომლებიც დღეს ძალადობის მსხვერპლი არიან" ... - ამბობს ნინი ბარიშვილი. "ჩემი ცოლის დაქალებში" ნინიმ ძალადობის მსხვერპლის როლი განასახიერა... ის თავად გვესაუბრა, როგორ აღმოჩნდა როლზე და რით ჰგავს მისი გმირი შემსრულებელს...
- პროფესიით მედდა გახლავართ, ამჯერად - სტუდენტი... სამი წლის წინ ირაკლი საღინაძეს მივწერე, რომ ძალიან მინდოდა მათთან მუშაობის დაწყება და მეორე დღესვე დამირეკეს. ამჟამად რეჟისორის ასისტენტიც ვარ ხოლმე... ამ როლზე იმიტომ აღმოვჩნდი, რომ დაახლოებით იგივე მაქვს გამოვლილი. ძალადობის მსხვერპლი არ ვყოფილვარ, მაგრამ როდესაც 16 წლის ასაკში შენი ნების საწინააღმდეგოდ მოგიტაცებენ, ურთულესია. გიორგი ლიფონავას სიცილით ვუთხარი, ჩემზე ხომ არ დაწერეთ ეს როლი-მეთქი და მიპასუხა, რა კარგი რამ გამახსენე, მოდი, სინჯი ჩავწეროთო... ჩვეულებრივ გავიარე კასტინგი და როლზე დამატკიცეს.
- რამდენად რთული იყო ამ როლის შესრულება?
- ძალიან რთული იყო და პროფესიონალ მსახიობებსაც უჭირთ ამდენად ემოციური როლის განსახიერება. ალბათ ბევრი ვისწავლე, რადგან გამოცდილ მსახიობებთან მიწევს ამ წლების განმავლობაში ყოფნა. ყველა გვერდით დამიდგა, მამხნევებდნენ, შენ ყველაფერი გამოგივაო და ამიტომაც ძალიან არ გამჭირვებია. თუმცა სამი დღე ძალიან დაძაბული ვიყავი... გადაღების პროცესი სულ სხვა რამეა და მაყურებელი სულ სხვა რამეს ხედავს. ძალადობის იმიტაციაც კი არ ყოფილა სერიალში. სამი პატარა ბავშვი უყურებდა, როგორ მიკეთებდნენ გრიმს და ბევრს იცინოდნენ... არ ვიცი, ჩემი გმირი კიდევ გამოჩნდება თუ არა ხშირად. ვნახოთ, როგორი გამოხმაურება მოჰყვება მაყურებლისგან, ხალხი როგორ მიიღებს ამ ყველაფერს, რამდენად რეიტინგული იქნება. იმიტომ დაწერა ქეთი დევდარიანმა სცენარი ასე, რომ ძალიან აქტუალურია ძალადობის თემა. უმძიმესი თემაა და იმიტომ შევეხეთ, როგორც შეგვიძლია, ისე, რომ მივიტანოთ ადამიანებამდე სათქმელი. ასეთი ფაქტები რეალურად ხდება. ქეთი ნამდვილად გენიოსია! რასაც წერს, მართლაც ხდება. მაგალითად, გვახსოვს ტრანსგენდერების თემას შევეხეთ და იმ პერიოდში მართლაც იყო ტრანსგენდერებზე ძალადობის შემთხვევები... იმედი მაქვს, რომ სწორად გაიგებენ ადამიანები ყველაფერს და პირიქით, ყველაფერი გამოსწორდება. რაღაც წვლილს შევიტანთ იმ ადამიანების ცხოვრების შეცვლაში, რომლებიც დღეს ძალადობის მსხვერპლი არიან.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე და იხილეთ ნინის ნამდვილი ქალიშვილი, რომელიც კატოს შვილის როლს ასრულებს სერიალში
{{ArticleSplitCont}}
- როგორია თქვენი რეალური ცხოვრება?
- მაქვს ოჯახი, ვსწავლობ, ვმუშაობ... მყავს ერთი ქალიშვილი. ჩემი შვილი კატოს გოგონაა ფილმში - ნაკო. სამი წლის ხდება მალე.
მანანა გაბრიჭიძე