მასწავლებლისთვის ეს პირველი სადამრიგებლო კლასი იყო... ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებულმა უბედურებამ, რომელსაც 14 წლის მოსწავლე, ასლან მამედოვი შეეწირა, საზოგადოება შეძრა. თბილისის 70-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე, ავტობუსის გაჩერებაზე შემინული შენობიდან ჩამოვარდნილმა მინამ იმსხვერპლა; ხელისუფლების წარმომადგენლები ამ უბედურებაში შესაძლო დამნაშავეების უმკაცრესად დასჯის შესახებ ლაპარაკობენ, თუმცა ეს ტრაგედიის მასშტაბს ნამდვილად ვერ შეცვლის. მომხდარმა უმძიმესი კვალი დატოვა მამედოვის თანაკლასელებსა და დამრიგებელ ფატი კვატაშიძეზე, რომლებთან ერთადაც, ასლან მამედოვი "მაკდონალდსში" მიდიოდა.
ადგილობრივთა თქმით, მასწავლებელს სადამრიგებლო კლასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ფატი კვატაშიძეს პირველი სადამრიგებლო კლასი წელს,
იანვარში ჩააბარეს, რის გამოც ბავშვებზე განსაკუთრებულად ზრუნავდა.
გაკვეთილების შემდეგ თექვსმეტი მე-7 კლასელი მოზარდი, მასწავლებელთან ერთად, #44 ავტობუსში ჩაჯდა და "მაკდონალდისკენ" გაემართა. უბედურება კი ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე მოხდა, სადაც ავტობუსიდან გადმოსულ ასლან მამედოვს დაახლოებით 15 მეტრიდან ჩამოვარდნილი მინა დაეცა, მსუბუქად დაშავდა კიდევ 5 ბავშვი. განაგრძე კითხვა