საქართველოში ვერ ნახავთ ოჯახს, სადაც ცხიმი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი არ იყოს საქართველოში ვერ ნახავთ ოჯახს, სადაც ცხიმი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი არ იყოს. ზეთი, კარაქი და მარგარინი ჩვენი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. კარაქი - ყველაზე მეტად, ვინაიდან მარგარინთან შედარებით უფრო ხშირ მოხმარებაშია, განსაკუთრებით ბავშვიან მიმართებაში.
განსაკუთრებით იმატებს მარგარინისა და სპრედების მოხმარება მარხვის პერიოდში. მშობლები ვერც სწრაფ კვებაზე ამბობენ უარს, რადგან წრეებსა თუ სპორტულ სექციებს შორის გადარბენაზე მყოფი ბავშვები გარეთ ხშირად იკვებებიან. ფასტ ფუდი კი ნაჯერი ცხიმების წყაროა. მომხმარებლის უმრაველობას სჯერა, რომ, მცენარეული ცხიმი სუფთა ცხოველ პროდუქტზე უფრო სასარგებლოა და ქოლესტერინის დაგროვებასაც არ უწყობს ხელს - ქოლესტერინი ხომ მშობლების და ბება-პაპების ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი მტერია.
სპრედში მარგარინისგან განსხვავებით, არ არის ტრანსცხიმები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სპრედი სასარგებლოა. მასში შემავალ ცხოველურ და მცენარეული ცხიმებს დამატებული აქვს ქიმიური საღებავები, გემოს გამაძლიერებლები, არომატიზატორები, რაც ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მავნეა და ასევე ხელს უწყობს ქოლესტერინის წარმოქმნას სისხლძრღვების კედლებში.
ნაღების კარაქი ამ სამეულში ყველაზე კალორიულია და არანაკლებ ხელს უწყობს ქოლესტერინის მატებას, თუმცა ამასთან ძალიან სასარგებლოცაა. გარკვეული რაოდენობით ცხოველური ცხიმი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ტრანსცხიმებისგან განსხვავებით, კარაქში შემავალი ნატურალური ცხოველური ცხიმები ორგანიზმის მიერ ადვილად შეითვისება და მოინელება.
რომელი ცხიმის მომხმარებელიც არ უნდა ვიყოთ, თანამედროვე ცხოვრების სტილი გვაიძულებს, მაინც მინუჩინოთ ადგილი ჩვენს მენიუში. თუმცა შესაძლებელია, რომ ხელი შევუშალოთ მათგან გამოწვეული ქოლესტერინის დალექვას ჩვენს სისხლძრღვებში. საბედნიეროდ, ბუნებრივად არსებობს პროდუქტები, რომლებიც ქოლესტერინის დალექვას ხელს უშლიან - ესაა ნიორი, კუნელი და ცაცხვი. რაც მთავარია, თანამედროვე ფარმაციაში მათი კონცეტრირებული ნაზავიც არსებობს ანტიქოლესტერინი, რომლის რამდენიმე წვეთი დღეში საკმარისია ქოლესტერინისგან თავის დასაცავად.
ნიორი - ამცირებს ჭარბ ქოლესტერინს და პროთრომბინს კუნელი-კვებავს გულის კუნთს, ხალხი მას „გულის პურს“ უწოდებს ცაცხვის ყვავილი - ამშვიდებს და წნევის დარეგულირებას უწყობს ხელს. ანტი-ქოლესტერინს არც სუნი აქვს, არც მკვეთრი გემო. ძალიან მარტივად გამოსაყენებელია და რაც მთავარია, ყოველგვარი ქიმიური ელემენტების გარეშეა დამზადებული