შეძლებს თუ არა ის ამის გაკეთებას - ჯერ კიდევ საკითხავია. მთავარია, რომ გოგონა ბედნიერია, რადგან ამხელა ოჯახი ჰყავს
21 წლის ფლორიდელი კიანი აროიოს არასდროს დაუმალია თავისი ქალიშვილისთვის, რომ ის სპერმის დონორისგან ჰყავდა გაჩენილი. ბიოლოგიური მამის შესახებ მან თითქმის არაფერი იცოდა, რადგანაც იგი მრავალი წლის განმავლობაში გულდასმით ფარავდა საკუთარ მონაცემებს. გოგონამ მაინც გაიგო, რომ ის მისი ერთადერთ ქალიშვილი არ იყო.
5 წლის წინ გოგონამ საკუთარი დების დ ძმების მოძებნა გადაწყვიტა. მათი რაოდენობა იმ დროისათვის 40-ს აღწევდა. ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და კანადაში მან უკვე მოძებნა ტყუპების 4 წყვილი. თავად კიანი ყველაზე უფროსია, ყველაზე უმცროსი მხოლოდ 5 თვისაა.
მის ასაკთან ყველაზე ახლოს 20 წლის ჯოანია. გასაკვირია, მაგრამ მათი საცხოვრებელი მხოლოდ რამდენიმე კვარტალით იყო დაშორებული ერთმანეთისგან. ახლა ისინი ახლო მეგობრები არიან.
კიანიმ და ჯოანამ თავიანთ დებთან - მერი და მერედიტთან შეხვედრაც მოახერხეს, ხოლო 2015 წელს კიანი ერთდროულად თავის 6 და-ძმას შეხვდა, რომლებიც მენის შტატში ერთ ოჯახში ცხოვრობენ.
კიანიმ შეძლო საერთო ენის გამონახვა და-ძმებთან. ამ დროისათვის მათი რაოდენობა 14-ია.
"პირველად შეხვედრა ჯადოსნურია - ჩვენ საერთო თვისებებს ვხედავთ, რაც სწრაფი კონტაქტის დამყარებაში გვეხმარება და მიუხედავად იმისა, რომ ადრე არ გვინახავს ერთმანეთი, რაღაც საერთო გვაქვს - ჩვენი მამა. ამის გამო ერთმანეთთან კომფორტულად ვგრძნობთ თავს".
რამდენიმე წლის წინ კიანიმ 18 წლის ასაკში თავისი ბიოლოგიური მამა გაიცნო, რომელსაც ასევე ეწადა მისი გაცნობა. გოგონას თან დედა - რუთი ახლდა.
ყველაზე პატარა დონორის გამაოგნებელი ისტორია
შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო. კიანის მამა კარგი პიროვნება აღმოჩნდა. ისინი ერთად იყვნენ ექსკურსიაზე კინოსტუდია ორლანდში და იქიდან სალონში წავიდნენ, სადაც მან პირველი ტატუ გაიკეთა.
ფლორიდაში სპერმის დონორებს მხოლოდ 15-20 პორციის ჩაბარების უფლება აქვთ, მაგრამ ის კომპანია, რომელიც კიანის მამასთან თანამშრომლობდა, გაიყიდა, შეიცვალა იურიდიული მონაცემები და ყველა ძველი მონაცემი წაიშალა. ამ მიზეზის გამო მამაკაცმა დონორობის გააგრძელება შეძლო და "მისი" შვილების რაოდენობა 40-მდეც ასე ავიდა.
მისი მომსახურება მოთხოვნადი აღმოჩნდა. ბევრ წყვილს, რომლებსაც ამ გზით გაჩენილიო ბავშვი წამოზრდილი ჰყავდათ, კვლავ მოუნდათ დონორის დახმარება, რათა მათი შვილები ნათესავები ყოფილიყვნენ.
გოგონას წინ მრავალი შეხვედრა ელის. მან 40-დან ჯერ 30-ს მიაკვლია. მათგან ზოგიერთი 1000 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს, მაგრამ კიანი მათთან შეხვედრის იმედს არ კარგავს და კავშირს სოციალური ქსელის საშუალებით ახერხებს.