"ამ პოსტს იმიტომ არ ვწერ, რომ ვინმეს შევეცოდო, ან თანამიგრძნოს ან რაიმე მსგავსი!" სალომე გოგეშვილს უკვე ბევრი იცნობს. ის "ნიჭიერში" მონაწილეობდა. პარამოცეკვავის ცხოვრება ერთმა შემთხვევამ შეცვალა - ახალგაზრდა დედა ორი წლის წინ, ავარიაში მოხვდა და ხელი დაკარგა. იყო დეპრესია, გაუსაძლისი ტკივილები, სუიციდის მცდელობა, თუმცა, საკუთარ თავში იპოვა ძალა, ცხოვრება ცალი ხელით გაეგრძელებინა და საკუთარ თავში ისეთი შესაძლებლობები აღმოაჩინა, რომელსაც მანამდე ვერც კი ამჩნევდა. სალომე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. მისი დღევანდელი პოსტი ალბათ განსაკუთრებულად ემოციურია:
"ამ პოსტს იმიტომ არ ვწერ, რომ ვინმეს შევეცოდო, ან თანამიგრძნოს ან რაიმე მსგავსი! მინდა საბოლოოდ მივხვდნენ ადამიანები, რომ მე სალომე, რომელმაც 2 წლის წინ დავკარგე ხელი, დღემდე ვერ დავივიწყე.
ამ ტკივილს მარტო ისინი იგრძნობენ, ვისაც სხეულის ნაწილი აკლიათ, შეუძლებელია ვინმემ გაითავისოს, რა გზა გამოვიარე და რა გზას გავდივარ ახლა.... დღეს და ამ წუთას! ჩემი სიძლიერის, პოზიტიური პოსტების მიღმა არის დიდი ტკივილი, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი ვერ გააყუჩებს! მე ყოველდღიურად ვიბრძვი, რომ ეს დავამარცხო, ჩემი აქტიურობა, ის, რომ ვცეკვავ, ის, რომ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, პოდიუმზე რომ გავიარე, მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა ღონისძიებაში.... იცით, რა არის??? ბრძოლააა!! ვიბრძვი იმასთან, რაც ხანდახან მაიძულებს ვიფიქრო თვითმკვლელობაზე, გაქცევაზე, იცით, რამდენჯერ დავაპირე მონასტერში წასვლა?! საკუთარ თავს ვერსად გავექცევი, შიშთან პირისპირ დარჩენა ვამჯობინე!
"ვითიშებოდი, სისხლისგან ვიცლებოდი, სიკვდილთან ბრძოლის ძალა არ მქონდა“
იცით, რა გზას გავდივარ... სულ ყოველ წუთს რა ხდება ჩემს გონებაში, ჩემს სულიერ სამყაროში, იცით როგორი მტკივნეულია ყოველი ღამე?
ის თუ იცით, შვილი სკოლიდან მშიერი რომ მოდის და საჭმელს ვერ ახვედრებ, გინდა რაღაცის გაკეთება და ვერ აკეთებ, არ გამოგდის.
სიტუაციები, სადაც საერთოდ უსუსური ხარ.
მაცადეთ.... მე ვბრძოლობ! ეს ჩემი ომია საკუთარ თავთან! გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ ასეთი მარტივი არ არის! შეიძლება თქვენთვის არის მარტივი, მე ხელი მომაჭრეს!! თითს რომ გაიჭრით და იმაზე ტირიხართ ელრმენტარულს ვერ უძლებთ! მაცადეთ ვიცხოვრო.. მაცადეთ ვიბრძოლო... მაცადეთ რომ დავეხმარო ჩემს თავს..
იმიტომ რომ მე სიცოცხლე ვარჩიე, ლამაზი სიცოცხლე... მაცადეეეეთ!!!"