ცნობილი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი იუბილარია. პოპულარობის მიუხედავად, უმცროსი ილიკო სუხიშვილის პირადი ცხოვრება არასდროს ხდება სკანდალისა თუ საჯარო განხილვის თემა. ის არც თვად საუბრობს ხშირად ტელეკამერის წინ, თუმცა სხვადასხვა ტელეშოუში პერიოდულად მაინც ჩნდება.
„ცეკვაზე ბაბუამ მიმიყვანა, ბებიამ მასწავლა ცეკვა. 12 წლის ვიყავი, როცა პირველად სცენაზე გავედი. 16 წლისამ ავიღე პირველი ჰონორარი. ცეკვა ერთადერთი საქმეა, რაც ვიცი. ეს ჩვენი ცხოვრების წესია. როცა ასეთ ოჯახში იზრდები, პროფესია და ცხოვრების წესი ისე ახლოსაა ერთმანეთთან, რომ ამ საქმეს ცალკე პროფესიად ვერ აღიქვამ.
ოჯახის წევრები იშვიათად ვიყავით სახლში ერთად, უფრო რეპეტიციებზე, კონცერტებზე, გასტროლებზე ვატარებდით დროს. ამიტომ ბავშვობის სახლი ნაკლებად მახსოვს. უფრო მუშაობის პროცესი შემომრჩა მეხსიერებაში და ის მოთხოვნები, რასაც მიყენებდნენ.
საშინლად ბევრს მთხოვდნენ. სცენიდან ეს ყველაფერი ლამაზი და ემოციური ჩანს, სინამდვილეში კი ცეკვას ძალიან დიდი შრომა სჭირდება და ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისთვის.
მავნებელია, იმიტომ, რომ ყველაფერს ამაში დებ“ - განაცხადა ილიკომ გადაცემა „პროფილის“ ერთ-ერთ ეთერში.
ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ტანგო
„ჩვენს მიმართ ძალიან მომთხოვნები იყვნენ, მე და ილიკო ანსამბლის ჩვეულებრივი წევრები ვიყავით და პრივილეგიებით არ ვსარგებლობდით. სულ უნდა გვემტკიცებინა, რომ ეს საქმე შეგვიძლია და სხვაზე უკეთ გამოგვდის. სულ დამტკიცებაში ვიყავით ბებიასთან, ბაბუასთან, დედ-მამასთან... " - აცხადებს ნინო სუხიშვილი.
ხოლო კითხვაზე, ვინ გააგრძელებს სუხიშვილების საქმეს, ნინოს ასეთი პასუხი აქვს:
"თუ ილიკოს შვილები გააგრძელებენ, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა, არც ესაა პრობლემაა. ადამიანს არ უნდა დააძალო ის, რისი გაკეთებაც არ უნდა. არ არის სავალდებულო, შვილმა მშობლის საქმე გააგრძელოს. ანსამბლის თაობებში ხომ გრძელდება ეს საქმე, ისინი ყველა სუხიშვილები არიან."
ნახეთ ასევე:
როგორ გამოიყურებიან ილიკო სუხიშვილის ქალიშვილები - დარია და უცნობი ლიზა